ქართული კომპანია SmartSoft-ი არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ციფრული სპონსორი გახდა

ქართული კომპანია SmartSoft-ი არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ციფრული სპონსორი გახდა

„Welcome to the family of the World Champions!“ – ასე წარადგინა არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა ქართული კომპანია SmartSoft-ი ნაკრების ციფრულ სპონსორად.

ქართული კომპანია SmartSoft-ი 8 წლის წინ დაარსდა და ევროპაში ონლაინთამაშების ერთ-ერთი პირველი პროვაიდერია. კომპანია საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს და მისი პარტნიორები სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები არიან, მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან. SmartSoft-ის პორტფელი 60-მდე თამაშს აერთიანებს.

ქართული კომპანია არგენტინის ნაკრების პარტნიორი 20 ოქტომბერს გახდა. აღსანიშნავია, რომ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციისთვის (AFA) ეს პირველი ევროპული პარტნიორობაა და მიზნად მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის, არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და არგენტინული ფეხბურთის ევროპულ ბიზნესთან მეტად დაახლოებას ისახავს.

გუგა გოცაძე, SmartSoft-ის მმართველი პარტნიორი: „არგენტინის ფეხბურთის ასოციაციასთან და არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან პარტნიორობა ჩვენი კომპანიისთვის ისტორიული მომენტია. გვეამაყება, რომ პირველი კომპანია ვართ ევროპიდან, რომელიც არგენტინის ეროვნული ნაკრების ციფრული პარტნიორი გახდა. შედეგად, ბიზნესისა და თამაშების სამყარო არგენტინულ ფეხბურთთან გაერთიანდა და გვჯერა, რომ ეს კოლაბორაცია ჩვენს საქმიანობას ახალ სიმაღლეზე აიყვანს.“

კლაუდიო ტაპია, AFA-ის პრეზიდენტი: „ძალიან გვიხარია, რომ SmartSoft-ი არგენტინის ფეხბურთის ასოციაციისა და ეროვნული ნაკრების ციფრული სპონსორი გახდა. ბოლო რამდენიმე წელია ჩამოვაყალიბეთ ასოციაციის სტრატეგიული ხედვა და ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ნაკრების ურთიერთობების განმტკიცებას საერთაშორისო გულშემატკივართან. ვგეგმავთ კომერციული და მარკეტინგული მიმართულებების განვითარებას და მსოფლიო მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას. გვჯერა, რომ ამაში ევროპის კონტინენტზე კომპანია SmartSoft-ი დაგვეხმარება. მოხარულები ვართ, რომ ამდენ წამყვან საფეხბურთო ნაკრებს შორის, SmartSoft-მა სწორედ არგენტინის ნაკრები აირჩია“.

SmartSoft-ი, ქართული კომპანია მსოფლიო ჩემპიონების ოჯახიდან, ახალი სტატუსით ევროპულ ბაზარზე ოფიციალურად მალტაში, გეიმინგის გამოფენაზე წარდგება. არგენტინის ნაკრების ციფრული სპონსორისთვის 14-17 ნოემბერს დაგეგმილი გამოფენა წელს რიგით მე-20 ღონისძიება იქნება, რომელშიც ის მონაწილეობას მიიღებს.

ნოემბრის ბოლოს, არგენტინაში, SmartSoft-სა და არგენტინის ფეხბურთის ასოციაციას შორის პარტნიორობის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიალია დაგეგმილი. S