კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის თანახმად, ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 13%-ით შემცირდა და გასული წლის II კვარტალის 18 მილიონი ლარის ნაცვლად, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 15.6 მილიონი ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ტელემაუწყებლებისთვის 2025 წლის II კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 71.1%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 17.7% – სპონსორობამ, ხოლო 11% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.
ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის საფუძველზე, ძირითადი სატელევიზიო არხების დამფინანსებლების ათეულები გამოაქვეყნა, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში კონკრეტულ მაუწყებლებს რეკლამაში ყველაზე მეტს უხდიდნენ.
კომუნიკაციების კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“-ის, „პოსტვ“-ის, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ დამფინანსებლების ათეულს. დამფინანსებლები დაყოფილია კატეგორიებიად და აერთიანებს კომპანიებს, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებელს 100 000-დან 500 000 ლარამდე; 50 000-დან 100 000 ლარამდე; 7 000-დან 50 000 ლარამდე თანხა გადაუხადეს.
ტელეიმედი
კატეგორია | კომპანიები |
---|
100-500 ათასი ლარი | კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია; დიპლომატ ჯორჯია; პსპ ფარმა; ლაქტალის ჯორჯია; ავერსი ფარმა; ბერლინ ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში; ვიმ ბილ დან საქართველო; აიდიეს ბორჯომი თბილისი; ნესტლე საქართველო; ქართული ლუდის კომპანია |
50-100 ათასი ლარი | – |
7-50 ათასი ლარი | – |
რუსთავი 2
კატეგორია | კომპანიები |
---|
100-500 ათასი ლარი | კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია |
50-100 ათასი ლარი | ლაქტალის ჯორჯია; პსპ ფარმა; ავერსი ფარმა; აიდიეს ბორჯომი თბილისი; ვიმ ბილ დან საქართველო; PG Tüketim Mallari Sanayi AŞ; ჯი ემ ფარმასიუთიქალს; თიბისი ბანკი; ნესტლე საქართველო |
7-50 ათასი ლარი | – |
პოსტვ
კატეგორია | კომპანიები |
---|
100-500 ათასი ლარი | შპს ბუმბა; შპს ჯეოკეპ; შპს ბუნებრივი აირი; სტერეო+; ტიფლის ფაბ |
50-100 ათასი ლარი | ქართული რძის პროდუქტები; შპს ბუნება; შპს სოლუშენ გრუპ; სეტი+; არქი პრომოუშენ |
7-50 ათასი ლარი | – |
ფორმულა
კატეგორია | კომპანიები |
---|
100-500 ათასი ლარი | თიბისი ბანკი; კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია; პსპ ფარმა; შპს გეოპლანტი; ვაზისუბნის მამული |
50-100 ათასი ლარი | შპს მერკადო |
7-50 ათასი ლარი | თეგეტა მოტორსი; კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი; თ და კ რესტორნები; ლაქტალის ჯორჯია |
ტვ პირველი
კატეგორია | კომპანიები |
---|
100-500 ათასი ლარი | შპს მერკადო; კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია; პსპ ფარმა |
50-100 ათასი ლარი | შპს გეოპლანტი; თიბისი ბანკი; სან პეტროლეუმ ჯორჯია; ვაზისუბნის მამული |
7-50 ათასი ლარი | შპს პირველი მეღვინეობა; მოდუსი; ბერლინ ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში |