ყაზახეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი შუა დერეფნით ექსპორტს 10 მლნ ტონამდე გაზრდიან – ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი

ყაზახეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი შუა დერეფნით ექსპორტს 10 მლნ ტონამდე გაზრდიან – ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი

ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრის, ალიბეკ კუანტიროვის თქმით, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო 2025 წლისთვის კასპიის ზღვიდან შუა დერეფნის გავლით ექსპორტის 10 მლნ ტონამდე გაზრდას გეგმავენ.

„2023 წელს კასპიის ზღვაში ჩვენი ორი პორტიდან შუა დერეფნის გავლით ექსპორტი 86%-ით, 2.6 მლნ ტონით გაიზარდა. აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დახმარებით, შუა დერეფნის განსავითარებლად კიდევ ორ საგზაო რუკაზე შევთანხმდით“, – თქვა კუანტიროვმა.

ეკონომიკის მინისტრის თანახმად, დივერსიფიკაციის ერთ-ერთი მთავარი საშუალება კორიდორში ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება.

„ჩვენ ბევრ ინვესტიციას ვახორციელებთ. ეს კორიდორი ტრადიციული საგზაო მარშრუტების ალტერნატივაა და მას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა პროდუქტების ექსპორტისთვის სხვა გზებზეც ვმუშაობთ“, – ამბობს ალიბეკ კუანტიროვი.

აღსანიშნავია, რომ ალიბეკ კუანტიროვი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, მონაწილეობას იღებდა დავოსის ეკონომიკურ ფორუმში, სადაც შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივაც განიხილეს.