ყაზახეთის პირველი დამოუკიდებელი გასტრონომიული რეიტინგის, ABBA Awards-ის ფარგლებში, ქვეყნის ოცი საუკეთესო რესტორანი გამოვლინდა. ABBA Awards-ის გენერალური პარტნიორი ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi.kz-ი იყო, პარტნიორი კი RG Brands-ის ბრენდი Salam Premium Cola.
ჯილდო ჟურნალისტ და ბიზნესმენ არმანჟან ბაიტასოვისა და მედიამეწარმე ბეიბიტ ალიბეკოვის ინიციატივით დაფუძნდა. მათი მიზანი იყო, შეექმნათ ქვეყნის პირველი დამოუკიდებელი და სისტემატური რეიტინგი, რომელიც კონკურენტუნარიანობისა და გამჭვირვალობის კრიტერიუმებზე იქნება დაფუძნებული და ყაზახეთში სარესტორნო ინდუსტრიის ზრდას შეუწყობს ხელს.
ABBA Awards-ის ფარგლებში, ყაზახეთის საუკეთესო რესტორნები 20-20 ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ორმა გუნდმა გამოავლინა. შეფასება სამ ძირითად კრიტერიუმს — სამზარეულო; მომსახურება; ატმოსფერო — ეფუძნებოდა. რეიტინგში წარმოდგენილი რესტორნები მუდმივად კარგი რეპუტაციით, სტუმრებში მაღალი მოთხოვნითა და მნიშვნელოვანი მედიაწარმომადგენლობით გამოირჩევიან.
ცნობისთვის, ბეიბიტ ალიბეკოვის გუნდი მედიის წარმომადგენლებისგან, მეწარმეებისგან და რესტორნების აქტიური სტუმრებისგან შედგებოდა, რომლებიც აუდიტორიის გემოვნებას აყალიბებენ და კულტურულ დღის წესრიგს ადგენენ.
არმანჟან ბაიტასოვის გუნდი შედგებოდა ბიზნესლიდერებისა და Forbes Kazakhstan-ის სიის წევრებისგან, რომლებიც ორიენტირებული იყვნენ მდგრადობაზე, მომსახურების ხარისხსა და მენეჯმენტის სრულყოფილებაზე.
ABBA Awards-ის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ დაჯილდოება სუბიექტურია, თუმცა ამ შემთხვევაში „პროფესიული სუბიექტურობა“ იგულისხმება. კერძოდ, გათვალისწინებულია იმ ადამიანების შეხედულებები, რომლებიც რეგულარულად სტუმრობენ ქვეყნის საუკეთესო რესტორნებში და კულინარიულ კულტურას აყალიბებენ.
პროექტს მხარს უჭერს Forbes Kazakhstan-ი. საბოლოო სია გამოცემის დეკემბრის ნომერშია გამოქვეყნებული.
ABBA Awards-ი, სამომავლოდ, გრძელვადიანი შეფასების სისტემის შემუშავებას გეგმავს, რაც სასარგებლო იქნება სტუმრებისთვის, ინვესტორებისთვისა და რესტორატორებისთვის.
დაჯილდოების ცერემონია 15 დეკემბერს ალმატიში გაიმართა. ღონისძიებას ყაზახეთის სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
წარმოგიდგენთ, ABBA Awards-ის მიხედვით, ყაზახეთის 20 საუკეთესო რესტორანს:
- Selfie – ასტანა
- Pier – ალმატი
- Rifugio Del Monte – ალმატი
- La Barca – ალმატი
- Salon Vkusa – ალმატი
- Spiros – ალმატი
- Villa Dei Fiori – ალმატი
- Seven – ალმატი
- Auyl – ალმატი
- Sandyq – შიმკენტი
- Abay – ალმატი
- Line brew, სასტუმრო The Veil – ასტანა
- Qurt & Wine – ოსკემენი
- Queen Mountain Resort – ალმატი
- Honey Honey – ალმატი
- The Forest – აღმოსავლეთ ყაზახეთის რეგიონი, სოფელი გორნაია-ულბინკა
- Aidyn – აქტაუ
- Semenov – პეტროპავლოვსკი
- Two Rivers – ოსკემენი
- Eva Wine Café – ასტანა















