„უკვე 3 წელია საქართველოს ბანკის IT პროგრამების მენეჯერი ვარ, თუმცა ჩემი კარიერა სულ სხვა სფეროში და სხვა კომპანიაში დაიწყო. IT მიმართულებით ჩემი ტრანზიცია სრულიად შემთხვევით მოხდა, როცა ფინანსების სფეროსთან ჩემი სიახლოვის გამო ბუღალტრული სოფტის შექმნაზე შემომთავაზეს მუშაობა. ამან სრულიად შეცვალა ჩემი ინტერესები და სამომავლო გეგმები“, – ასე იწყება საუბარი ნინო რამიშვილთან, საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამ მენეჯერთან.
როგორც გვიყვება, სწორედ სოფტზე მუშაობისას აღმოაჩინა, რომ მომხმარებლების საჭიროებების გამოკვლევა და მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტების შემუშავება, მომხმარებლის დახმარება და მათი პრობლემების გადაჭრა სწორედ ის გამოწვევებია, რომლებიც მას აინტერესებდა. ასე დაუკავშირა საკუთარი კარიერა IT სფეროს და გახდა საქართველოს ბანკის გუნდის წევრი.
საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, მიზნად ისახავს, მომხმარებელს თანამედროვე ციფრული გადაწყვეტები შესთავაზოს, რომელიც მათთვის საბანკო პროცესების გამარტივებას და გამორჩეული მომსახურების შექმნას შეუწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი მუშაობს, რათა შექმნას ისეთი პროდუქტები და სერვისები, რომლებიც მომხმარებელთა ინდივიდუალურ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე იქნება მორგებული. ამ პროცესების უკან კი საქართველოს ბანკის დიდი გუნდი დგას.
როგორ გახდით საქართველოს ბანკის გუნდის წევრი?
სტარტაპსა და მცირე ზომის გუნდებში რამდენიმე როლის შეთავსებით პროდუქტზე მუშაობას თავისი დადებითი მხარეები და გამოწვევები აქვს. თუმცა, დიდ ორგანიზაციაში შესაძლებლობა გეძლევა, უფრო მასშტაბურ გამოწვევებს გაუმკლავდე.
საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტები მაშინაც მხიბლავდა, როცა მხოლოდ მომხმარებელი ვიყავი – განსაკუთრებით მათი სიმარტივე და მომხმარებელზე მორგებული, მოსახერხებელი დიზაინი. შესაბამისად, მაინტერესებდა, როგორ იქმნებოდა ეს მასშტაბური პროდუქტები და როგორ მუშაობდნენ მათზე განსხვავებული მიმართულების პროფესიონალები. ასე გავხდი საქართველოს ბანკის გუნდის წევრი და ამ დიდი პროცესის ნაწილი.
რა არის ყველაზე ღირებული გაკვეთილი, რომელიც ისწავლეთ საქართველოს ბანკში?
როდესაც საქართველოს ბანკის მსგავს, დიდ კომპანიაში მუშაობ, იცი, რომ შენი ჩართულობით რამდენიმე მილიონი ადამიანის ცხოვრების სტილზე შეიძლება გავლენა მოახდინო.
ამასთან, შეზღუდულ ვადებში უნდა შევქმნათ იდეალურთან მიახლოებული პროდუქტი, რაც ცხადია, დიდი პასუხისმგებლობაა და, შესაბამისად, რაღაც დოზით – გამოწვევაც. თუმცა, ვიტყოდი, რომ ეს გამოწვევა ამ კონკრეტულ გარემოში, სასიამოვნოც არის. ამას კი ერთი მიზეზი აქვს და ალბათ სწორედ ეს იდეაა, რაც აქ ყველაზე კარგად გავითავისე: მთავარია არ გავჩერდეთ.
როგორ რთულადაც არ უნდა ჩანდეს საქმე, კონკრეტული დღე და მიზნამდე მისაღწევად გასაკვალავი გზა, ამ გზაზე ყოველთვის არსებობს გამოსავალი და ეს გამოსავალი თითქმის ყველა შემთხვევაში შენ გარშემო მყოფი ხალხია, რომელიც ერთმანეთს გვერდში უდგას და საერთო მიზნისკენ იღწვის.
როგორ იქმნება საქართველოს ბანკის პროდუქტები და რა როლს ასრულებთ თქვენ ამ პროცესში?
ყველა პროექტის უკან საერთო მიზანი დგას – მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება და მათზე მორგებული ეფექტური გადაწყვეტილებების შექმნაა, რომელიც შიდა თუ გარე მომხმარებლებს გაუმარტივებს ყოველდღიურობას. ამ მიზნის მისაღწევად მრავალი გუნდის კოორდინირებული მუშაობაა საჭირო.
პროგრამ მენეჯერის როლი კი სწორედ ისაა, რომ უზრუნველყოს ამ თანამშრომლობის სამუშაო პროცესის ეფექტური მართვა – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ეხმარება გუნდს, რომ მცირე ვადებითა და მინიმალური რესურსების დანახარჯით, რაც შეიძლება, საუკეთესო ხარისხის პროდუქტი შეიქმნას.
ჩვენ, როგორც სხვა ბევრი თანამშრომელი, მომხმარებლისთვის უხილავები ვართ და სხვა უხილავ თანამშრომლებს ვეხმარებით ერთმანეთთან კოორდინირებაში. ვცდილობთ, შევუმსუბუქოთ მათ სირთულეები, მათთან ერთად დროულად დავაიდენტიფიციროთ რისკები, დავეხმაროთ მათ ამ რისკების დროულად აღმოფხვრაში და რთულ პერიოდებში ნებისმიერი სახის მხარდაჭერა გავუწიოთ მათ. ჩვენი საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ ვიპოვოთ ოქროს შუალედი ხარისხს, დანახარჯებსა და ვადებს შორის – მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენებით. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის მიღწევა ისე, რომ გუნდის ყველა წევრისთვის კომფორტული და სასიამოვნო იყოს მუშაობის პროცესი. ჩემი აზრით, ეს ის ძირითადი პრინციპია, რომელიც აერთიანებს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას.
როგორ აუმჯობესებთ სერვისს?
პროგრამ მენეჯმენტის გუნდში ყოველთვის ვცდილობთ, მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი სამუშაო პროცესი და მაქსიმალურად გავუმარტივოთ მუშაობის პროცესი ჩართულ მხარეებს. და, რაც მთავარია, მივიღოთ საუკეთესო შედეგი. ამისთვის მუდმივად ვზრუნავთ პროფესიულ განვითარებასა და ეფექტურობის გაზრდაზე.
როგორც ყველა სხვა მიმართულება და ადამიანი, ჩვენი მიმართულებაც ვცდილობთ, შეცდომებზე ვისწავლოთ, ამისგან ხომ არავინ ვართ დაზღვეული. სწორედ ამიტომ, კონკრეტული პროგრამების ჭრილში, ყველა ჩართულ მხარესთან ერთად ვცდილობთ გარკვევას თუ რა გავაკეთეთ კარგად და რისი გაკეთება შეგვეძლო უკეთ.
ასეთი ტიპის სესიებზე მნიშვნელობა ენიჭება გამჭვირვალობას, რაც საშუალებას გვაძლევს დავაიდენტიფიციროთ გამოსასწორებელი ნიუანსები პროცესებსა თუ კონკრეტული ტიპის პროგრამების მართვის სტილში. ეს გვეხმარება, არ გავჩერდეთ და ვადაპტირდეთ ისედაც მუდმივად ცვალებად გარემოსთან.
ამის მისაღწევად გუნდში მუდმივად განვიხილავთ არსებულ გამოწვევებს, მიღწევებს თუ სირთულეებს და ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს მიდგომებსა და გადაწყვეტებს, ვმსჯელობთ და ვაყალიბებთ პროგრამების მართვის სტანდარტებს და ვაუმჯობესებთ ჩვენს პროცესებს.
ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს, ყოველთვის ვიყოთ მოქნილები და ყველა სიტუაციას მაქსიმალურად მარტივად მოვერგოთ.
როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი გუნდის მთავარი ღირებულება?
ჩემი შეფასებით, ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულება ადამიანებზე ზრუნვა და მათი კმაყოფილებაა. ეს ეხება როგორც ჩვენს მომხმარებლებს, ასევე თავად გუნდის წევრებსაც. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, პირველ რიგში, დავინახოთ ადამიანი ნებისმიერი ამოცანის მიღმა – იქნება ეს ჩვენი სერვისის მომხმარებელი, თუ კოლეგა, რომელთან ერთადაც ვმუშაობთ ამა თუ იმ პროექტზე.
სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდის წევრების მთავარი მახასიათებელიც ადამიანურ ურთიერთობებზე ორიენტირებულობა და მათი საჭიროებების გათვალისწინებაა. ამავე პრინციპით ვხელმძღვანელობთ ერთმანეთთან ურთიერთობის დროსაც და ერთად ვქმნით ყველასთვის კომფორტულ, მეგობრულ, პოზიტიურ და პროდუქტიულ გარემოს. S