ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეები | მამარდაშვილი ტოპ-10-შია

ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეები | მამარდაშვილი ტოპ-10-შია

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ამ დროისთვის 17 წლის ლამინ იამალია, რომელიც „ბარსელონაში“ მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის საბაზრო ღირებულება ბოლო განახლების შემდეგ 200 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ ტოპ-10 ძვირად ღირებულ ფეხბურთელს შორის მეკარეს არ ვხვდებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ პოზიციის მოთამაშეები კლუბებისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ისინი ხომ საკუთარი გუნდის კარს დარაჯობენ. Transfermark-ის მონაცემებით, დღეს ნებისმიერი პოზიციის ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელსა და ყველაზე ძვირად ღირებულ მეკარეს შორის განსხვავება 160 მილიონი ევროა.

ამ დროისთვის ყველაზე ძვირად ღირებული მეკარის სტატუსს, 40 მილიონი ევროთი, ოთხი ფეხბურთელი იყოფს – დიოგო კოშტა (FC Porto), ჯანლუიჯი დონარუმა (PSG), დავიდ რაია (Arsenal FC) და გრეგორ კობელი (BVB). აღსანიშნავია, რომ ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეების ათეულში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილი გვხვდება, რომელიც „ლივერპულის“ მიერ „ვალენსიაშია“ იჯარით განათხოვრებული.

მამარდაშვილის საბაზრო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს. ცნობისთვის, ქართველი მეკარე კარიერის განმავლობაში ყველაზე ძვირად, 45 მილიონ ევროდ, 2024 წლის ზაფხულში ფასობდა. ამის შემდეგ, მამარდაშვილის ფასი ჯერ დეკემბერში, 40 მილიონ ევრომდე შემცირდა, შემდეგ კი ღირებულებამ 2025 წლის მარტში, კიდევ 5 მილიონი ევროთი იკლო.

ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეების სიაში გიორგი მამარდაშვილი მე-6 პოზიციას ორ სხვა ფეხბურთელთან იყოს, რომელთა საბაზრო ღირებულება ასევე 30 მილიონ ევროს შეადგენს. ესენი არიან: ნიდერლანდელი ბარტ ვერბრუგენი (Brighton & Hove Albion FC) და ფრანგი ლუკას შევალიე (LOSC Lille).

მსოფლიოს ტოპ-10 ძვირად ღირებული მეკარე:
ადგილიფეხბურთელიქვეყანაკლუბიღირებულება
1დიოგო კოშტაპორტუგალიაFC Porto პორტო€40 მილიონი
1ჯანლუიჯი დონარუმაიტალიაParis Saint-Germain პსჟ€40 მილიონი
1დავიდ რაიაესპანეთიArsenal FC არსენალი€40 მილიონი
1გრეგორ კობელიშვეიცარიაBorussia Dortmund ბორუსია დორტმუნდი€40 მილიონი
5გულიელმო ვიკარიოიტალიაTottenham Hotspur ტოტენჰემი€32 მილიონი
6ბარტ ვერბრუგენინიდერლანდებიBrighton & Hove Albion ბრაიტონი€30 მილიონი
6გიორგი მამარდაშვილისაქართველოValencia CF ვალენსია€30 მილიონი
6ლუკას შევალიესაფრანგეთიLOSC Lille ლილი€30 მილიონი
9ანატოლი ტრუბინიუკრაინაSL Benfica ბენფიკა€28 მილიონი
9უნაი სიმონიესპანეთიAthletic Bilbao ატლეტიკ ბილბაო€28 მილიონი