ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშები – ტოპ-20

ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშები – ტოპ-20

ყოველწლიურად ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერები აუქციონებზე იშვიათ ნიმუშებზე ასეულობით მილიონ დოლარს ხარჯავენ, რათა საკუთარი კოლექცია გაამდიდრონ. აღნიშნული ნიმუშების მაღალი ღირებულება არა მხოლოდ ნამუშევრების კულტურულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს, არამედ ის სტატუსის განმსაზღვრელიც ხდება.

სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშების რეიტინგს, რომლებიც სხვადასხვა დროს გაყიდული ნამუშევრების 20-ეულს აერთიანებს. რეიტინგი დაფუძნებულია ARTnews-ის მონაცემებზე.

სიაში პირველ ადგილს იტალიელი ხელოვანის, ლეონარდო და ვინჩის ფერწერული ნამუშევარი „სამყაროს მხსნელი“ (Salvator Mundi) იკავებს, რომლის ღირებულებაც $450.3 მილიონია. მეორე პოზიციაზე კი ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის ნამუშევარი „ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტია”. აღნიშნული ხელოვნების ნიმუშის ღირებულება 2025 წელს Sotheby’s-ის აუქციონზე $236.4 მილიონად შეფასდა.

მესამე ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი ამერიკელი ხელოვანის, ენდი უორჰოლის მიერ პოპკულტურის სტილში შესრულებული მერილინ მონროს პორტრეტია, რომლის ღირებულებაც $195 მილიონს შეადგენს. რეიტინგის მეოთხე და მეხუთე პოზიციებს პაბლო პიკასოსა და ამედეო მოდილიანის ფერწერული ტილოები „ალჟირელი ქალები“ და „მწოლიარე ნიუ“ იკავებენ.

აუქციონებზე გატანილი ნამუშევრების ფასები ხშირ შემთხვევაში ხელოვანის რეპუტაციით, კულტურული ზეგავლენით, წარმომავლობითა და იშვიათობითაა განპირობებული. ისტორიულად მნიშვნელოვან ნამუშევრებში ან წარსულში პრესტიჟულ კოლექციებში დაცულ ნახატებში აუქციონერები დიდ თანხას იხდიან.

სოციალური სტატუსის გარდა, კოლექციონერებისთვის ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშები კარგ საინვესტიციო შესაძლებლობასაც წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნების ყველა ნიმუში ყოველთვის აუქციონის გზით არ იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ Sotheby’s-ის, Christie’s-ისა და Phillips-ის სააუქციონო სახლები რეკორდულ გაყიდვებს აფიქსირებენ, მნიშვნელოვანი ნამუშევრების ნაწილი კერძო გარიგებებით სხვისდება. ხშირ შემთხვევაში აღნიშნულ ხერხს სააუქციონო სახლების საკომისიო გადასახადის თავის არიდებისთვის მიმართავენ.

20 ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშიდან 19 ნახატია და მხოლოდ ერთია ქანდაკება. შვეიცარიელი მოქანდაკის ალბერტო ჯაკომეტის ნამუშევარი რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს და მისი ღირებულება $141.3 მილიონია.

რეიტინგინამუშევარიხელოვანიღირებულება (აშშ დოლარი)
1სამყაროს მხსნელილეონარდო და ვინჩი450,300,000
2ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტიგუსტავ კლიმტი236,400,000
3მერილინ მონროს ლურჯი პორტრეტიენდი უორჰოლი195,000,000
4ალჟირელი ქალები (ვერსია ‘O’)პაბლო პიკასო179,400,000
5მწოლიარე  ნიუამედეო მოდილიანი170,400,000
6მწოლიარე ნიუ (მარცხენა მხრიდან)ამედეო მოდილიანი157,200,000
7მოდელები (პატარა ვერსია)ჟორჟ  სიორა149,200,000
8ლუსიენ ფროიდის სამი კვლევაფრენსის ბეკონი142,400,000
9მიმთითებელი კაციალბერტო ჯაკომეტი141,300,000
10პეიზაჟის თორმეტი სცენაცი ბაიში140,800,000
11ქალი საათითპაბლო პიკასო139,300,000
12სენტ-ვიქტუარის მთაპოლ სეზანი137,700,000
13სინათლის იმპერიარენე მაგრიტი121,160,000
14კივილიედუარდ მუნკი119,900,000
15ბაღი კვიპაროსებითვინსენტ ვან გოგი117,620,000
16ახალგაზრდა ქალი ყვავილების კალათითპაბლო პიკასო115,000,000
17წისქვილებიკლოდ მონე110,700,000
18სათაურის გარეშეჟან-მიშელ ბასკია110,500,000
19ქალი მარაოთიგუსტავ კლიმტი108,400,000
20ნიუ, მწვანე ფოთლები და ბიუსტიპაბლო პიკასო106,500,000

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.