Transfermarkt-ის საერთაშორისო რეიტინგში საქართველო რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელითაა წარმოდგენილი, მათ შორის ყველაზე მაღალი საბაზრო შეფასება კი ხვიჩა კვარაცხელიას აქვს, რომლის ფასიც ამჟამად 35 მილიონ ევროს აღწევს.
საერთო ჯამში, აღნიშნულ პლატფორმაზე წარმოდგენილი ქართველი ფეხბურთელების კუმულაციური საბაზრო კაპიტალიზაცია 54 მილიონ ევროს შეადგენს.
გთავაზობთ ყველაზე ძვირადღირებული მოქმედი ქართველი ფეხბურთელების რეიტინგს:
1. ხვიჩა კვარაცხელია – €35 მილიონი, SSC Napoli;
2. გიორგი მამარდაშვილი – €20 მილიონი, Valencia CF;
3. საბა ლობჟანიძე – €4.3 მილიონი, Hatayspor;
4. დავით ხოჭოლავა – €3 მილიონი, FC Copenhagen;
5. გიორგი მიქაუტაძე – €2.2 მილიონი, FC Metz;
6. გიორგი ქვილითაია – €2 მილიონი, APOEL Nicosia;
7. ოთარ კიტეიშვილი – €2 მილიონი, SK Sturm Graz;
8. გიორგი ჩაკვეტაძე – €2 მილიონი, Slovan Bratislava;
9. ზურიკო დავითაშვილი – €2 მილიონი, FC Girondins Bordeaux;
10. ვალერი ყაზაიშვილი – €1.5 მილიონი, Ulsan Hyundai;
11. ლუკა ლოჩოშვილი – €1.5 მილიონი, US Cremonese;
12. ირაკლი აზაროვი – €1.2 მილიონი, Red Star Belgrade;
13. სოლომონ კვირკველია – €1 მილიონი, Neftchi Baku;
14. გიორგი წიტაიშვილი – €1 მილიონი, Lech Poznan;
15. ნიკა კვეკვესკირი – €0.8 მილიონი, Lech Poznan.