ყველაზე გაყიდვადი საავტომობილო ბრენდები ევროპაში

ყველაზე გაყიდვადი საავტომობილო ბრენდები ევროპაში

ევროპის ავტობაზარზე 2025 წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებული ცვლილებებით გამოირჩა. JATO Dynamics-ის მონაცემებით, ყველაზე მეტი ავტომობილი კვლავ Volkswagen Group-მა გაყიდა, თუმცა კონკურენცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა, განსაკუთრებით ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების მიმართულებით.

როგორც აღვნიშნეთ, ლიდერი Volkswagen Group-ია, 1.8 მილიონზე მეტი ერთეული ავტომობილით, თუმცა მისი გაყიდვების 72% ჯერ კიდევ შიდა წვის ძრავიან (ICE) ტრანსპორტზე მოდის.

მართალია, იაპონური ავტომწარმოებელი Toyota ჩამონათვალში მეექვსე ადგილზეა, თუმცა გამოირჩევა იმით, რომ მისი გაყიდვების 86% ჰიბრიდულ ან ელექტრომოდელებზე მოდის. ეს ევროპის ტოპ-ბრენდებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჩინური ავტომწარმოებელი Geely Group-ი მე-9 პოზიციას იკავებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი გაყიდვების 67% ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილებზე მოდის.

Stellantis-ი, რომელიც Peugeot-ს, Fiat-ს, Opel-სა და სხვა ბრენდებს ფლობს, სიაში მეორე ადგილზეა 1 მილიონზე მეტი გაყიდული ავტომობილით, თუმცა მისი ჰიბრიდული და ელექტრომოდელების წილი შედარებით დაბალია – მხოლოდ 15%.

ყველაზე გაყიდვადი საავტომობილო ბრენდები ევროპაში, 2025 წლის პირველ ნახევარში:

ბრენდიგაყიდვებიICE წილი (%)Hybrid/EV წილი (%)
Volkswagen Group1,800,5047228
Stellantis1,044,9838515
Renault Group704,0235743
Hyundai-Kia540,9175743
BMW Group485,2996040
Toyota478,6861486
Mercedes-Benz355,1626634
Ford257,3376634
Geely Group202,2303367
Nissan165,6455545