Visual Capitalist-მა, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, 2024 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსოფლიო ლიდერი გამოავლინა. ტოპ-10-ში შემავალ ლიდერებს შორის, ყველაზე მაღალი ანაზღაურება სინგაპურის პრემიერ-მინისტრს აქვს, ყველაზე დაბალი კი – იაპონიის პრემიერ-მინისტრს.
კერძოდ, სინგაპურის მთავრობის ლიდერის, ლოურენს ვონგის წლიური ანაზღაურება $1.61 მილიონს შეადგენს. ის ჩამონათვალში ერთადერთია, რომელიც პოლიტიკური საქმიანობით წლიურად მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს. რაც შეეხება იაპონიის პრემიერს, ფუმიო კიშიდას წლიური ანაზღაურება $256 ათასს უტოლდება.
ჩამონათვალში მე-5 ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. მისი წლიური ანაზღაურება 2024 წლისთვის $400 ათასს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსოფლიო ლიდერების ტოპ-10-ში მხოლოდ ორი ქალი მოხვდა – შვეიცარიის პრეზიდენტი, ვიოლა ამერდი და ახლახან მეორე ვადით არჩეული ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.
2024 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსოფლიო ლიდერების ტოპ-10:
| მთავრობა | ლიდერი | ლიდერის წლიური ხელფასი | თანამდებობა | 
|---|---|---|---|
| სინგაპური | ლოურენს ვონგი | $1.61 მილიონი | პრემიერ-მინისტრი | 
| ჰონგ-კონგი | ჯონ ლი კა-ჩიუ | $695 ათასი | აღმასრულებელი ხელმძღვანელი | 
| შვეიცარია | ვიოლა აჰერდი | $530 ათასი | პრეზიდენტი | 
| აშშ | ჯო ბაიდენი | $400 ათასი | პრეზიდენტი | 
| ავსტრალია | ენტონი ალბანეზი | $390 ათასი | პრემიერ-მინისტრი | 
| გერმანია | ოლაფ შოლცი | $367 ათასი | კანცლერი | 
| ევროკავშირი | ურსულა ფონ დერ ლაიენი | $364 ათასი | ევროკომისიის პრეზიდენტი | 
| ავსტრია | კარლ ნეჰამერი | $307 ათასი | კანცლერი | 
| კანადა | ჯასტინ ტრუდო | $292 ათასი | პრემიერ-მინისტრი | 
| ახალი ზელანდია | კრისტოფერ ლაკსონი | $288 ათასი | პრემიერ-მინისტრი | 
| იაპონია | ფუმიო კიშიდა | $256 ათასი | პრემიერ-მინისტრი | 
*ჰონგ-კონგის შემთხვევაში აღებულია 2022 წლის მონაცემები.
 
								 
								









