,,ყველაზე მნიშვნელოვანია, გესმოდეს არა მხოლოდ ნათქვამი სიტყვა, არამედ მის მიღმა მდგომი განწყობა” - ლიკა კაპანაძე, საქართველოს ბანკის პრემიალური საცალო საბანკო მიმართულების პირადი კონსიერჟისა და თანამშრომელთა კეთილდღეობის სამსახურის უფროსის მოადგილე

,,ყველაზე მნიშვნელოვანია, გესმოდეს არა მხოლოდ ნათქვამი სიტყვა, არამედ მის მიღმა მდგომი განწყობა” - ლიკა კაპანაძე, საქართველოს ბანკის პრემიალური საცალო საბანკო მიმართულების პირადი კონსიერჟისა და თანამშრომელთა კეთილდღეობის სამსახურის უფროსის მოადგილე

ყველა ადამიანი უნიკალური და განსხვავებულია თავისი სურვილებით, მიზნებითა და ცხოვრობის წესით. სწორედ ამ მრავალფეროვნების გათვალისწინებით, Wealth Management-ისა და SOLO Club -ის წევრებისთვის შეიქმნა პირადი კონსიერჟის სამსახური, რომელიც ინდივიდუალურადაა მორგებული მომხმარებლის საჭიროებებს – ეხმარება მათ მოკლე დროში ისეთი პრობლემების გადაჭრაში, რომელთა მოგვარებაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ჩანს.

ლიკა კაპანაძე პრემიუმ ბანკინგის პირადი კონსიერჟის მიმართულებას 2023 წელს შეუერთდა. როგორც თავად იხსენებს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მოლოდინები და ჩამოყალიბებული ხედვები ჰქონდა, სინამდვილეში ეს სფერო ბევრად კომპლექსური, საინტერესო და ღრმა აღმოჩნდა.

,,ამ მიმართულებაში გადმოსვლისას გადამწყვეტი სფეროს პოტენციალის დანახვა აღმოჩნდა. მიმართულება სწორედ იმ პერიოდისთვის იწყებდა გარდამტეხ ცვლილებებს და ჰქონდა უამრავი იდეა და განვითარების ხედვა. ცვლილებები ყოველთვის მიზიდავდა პროფესიულ საქმიანობაში, ამ ახალმა მიმართულებამ კი უკვე არსებული გამოცდილების გადაფასებისა და ახალი რაკურსით შეფასების შესაძლბელობა მომცა.”

როგორც ლიკა აღნიშნავს, მომხმარებლებისა და მოთხოვნების მრავაფლეროვნება პირადი კონსიერჟის სამსახურს განსაკუთრებით მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის. ყოველდღიურად ახალ გამოცდილებას იღებ და არც სამუშაო მიმართულებებია შეზღუდული. პირადი კონსიერჟი ეხება ცხოვრების ყველა სფეროს – იქნება ეს მოგზაურობა, ხელოვნება, სპორტი, გართობა თუ სხვა ყოველდღიური საჭიროებები.

,,ჩვენთვის მომხმარებლის კმაყოფილება და ემოციური კავშირი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფუნქციური ამოცანების შესრულება. ჩვენი გუნდი ყოველთვის ცდილობს იპოვოს გამოსავალი, თუნდაც მაშინ, როცა ვითარება თითქოს გამოუვალია – სწორედ ამ დროს იბადება სერვისის რეალური ღირებულება.”

ლიკასთვის მთავარი მოტივაცია მუდმივი მოძრაობა, წინსვლა და ის პატარა თუ დიდი გამარჯვებებია, რომლებიც დროთა განმავლობაში გროვდება. მისთვის ასევე, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სამუშაო გარემოს, რომელიც ღიაა ცვლილებებისთვის და გუნდი, რომელიც ამ შესაძლებლობებს რეალობად აქცევს.

,,როდესაც ხედავ, რომ შენი იდეა გარდაიქმნება პროდუქტად, სერვისად ან უბრალოდ მომხმარებლის ღიმილად – ეს აძლევს აზრს ყოველდღიურ საქმეს. ამასთანავე, უდიდესი მოტივაციაა ისიც, რომ ვიმყოფები სივრცეში, სადაც პროფესიულ განვითარებას არ აქვს საზღვრები – ეს კი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.”

პირადი კონსიერჟის მიმართულებაში ყოველი დღე განსხვავებულია. თითოეული მომხმარებლის მოთხოვნა უნიკალურია და მოითხოვს არა სტანდარტულ, არამედ კრეატიულ მიდგომას და წინდახედულობას. ზოგჯერ არატრადიციულ გადაწყვეტილებებსაც კი. პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვამი მაინც ნდობის დამყარებაა, რაც დეტალებისადმი ყურადღების გარეშე რთულად მიიღწევა.

,,ხშირად, ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი თითქოსდა უმნიშვნელო დეტალებში ჩანს. გარდა ყურადღებისა, რა თქმა უნდა, აუცილებელი თვისებებია მოქნილობა და შემოქმედებითობა, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროა არაორდინარულ და სწრაფი რეაგირების მქონე შემთხვევებში, რადგან კონსიერჟის ყოველდღიურობა სავსეა უჩვეულო ქეისებით, რომლებზეც სტანდარტული პასუხი არ არსებობს.”

ლიკასთვის სწორედ ეს ცვალებადობა და არაპროგნოზირებადობა ხდის ამ სამსახურს ცოცხალსა და ინსპირაციულს. ამ ყველაფერთან ერთად განსაკუთრებით მნიშნელოვანია სწორი კომუნიკაცია და თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა.

,,ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ემპათიაა – უნარი, გესმოდეს არა მხოლოდ ნათქვამი სიტყვა, არამედ მის მიღმა მდგომი განწყობა. შევხედოთ მოვლენებს მომხმარებლის პოზიციიდანდა შევძლოთ შესაბამისი რეაგირება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ქმედებით.”

S