ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელები მსოფლიოში - რეიტინგი

ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელები მსოფლიოში - რეიტინგი

მსოფლიოში არაერთი პოპულარული სოციალური ქსელია, რომელთაც მილიარდობით აქტიური მომხმარებელი ჰყავს. სიის სათავეში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Meta Platforms-ია, რომელიც რეიტინგში სამ უმსხვილეს სოციალურ ქსელს, Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს ფლობს.

აქტიური მომხმარებლების რაოდენობით პირველ ადგილს, ტრადიციულად, Facebook-ი იკავებს, რომელსაც ყოველთვიურად 2.9 მილიარდი ადამიანი იყენებს. მეორე ადგილზე 2.2 მილიარდი მომხმარებლით YouTube-ია; ხოლო მესამე ადგილს WhatsApp-ი იკავებს, რომელსაც 2 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.

ზრდის ყველაზე სწრაფი ტენდენციით ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, ByteDance-ის სოციალური ქსელი, TikTok-ი გამოირჩევა, რომელსაც ამჟამად 743 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ის სულ უფრო მეტ კონკურენციას უწევს კომპანია Meta-ს მფლობელობაში არსებულ სოციალურ ქსელებს.

ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელების რეიტინგი:

Facebook – 2.9 მლრდ
YouTube – 2.2 მლრდ
WhatsApp – 2 მლრდ
WeChat – 1.2 მლრდ
Instagram – 1.2 მლრდ
Tiktok – 732 მლნ
Telegram – 700 მლნ
Snapchat – 528 მლნ
Pinterest – 459 მლნ
Reddit – 430 მლნ
Twitter – 396 მლნ

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *