მათთვის, ვისაც საკუთარი უნარების იმედი აქვს და უნდა, თავი კრეატიულ ინდუსტრიაში გამოცადოს, Quick-ი აცხადებს ორკვირიან ინტენსიურ უფასო ტრენინგ-კურსს 18 წლის ზემოთ მსურველებისთვის. კურსის დასრულების შემდეგ კი საუკეთესო სტუდენტები შეუერთდებიან Quick-ის გუნდის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას, რომელიც ძირითადად “work shadowing”-ის მოდელზეა დაფუძნებული. სტაჟიორები იმუშავებენ სააგენტოს გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად იმ პროექტების უმრავლესობაზე, რომლებზეც ისინი ყოველდღიურად მუშაობენ.
AI-ს გავლენით ტალანტების ბაზარი შეიცვალა. სტრუქტურირებული ცოდნა უფრო ხელმისაწვდომი გახდა, და თან ეს ცოდნა მუდამ იცვლება. ამის გამო, ჩვენი კრიტერიუმებიც შეიცვალა – ვცდილობთ, ვიპოვოთ ისინი, ვისაც ყველაზე მეტად უყვართ ახალი ცოდნის მიღება და აქვთ უნარი, ჩვენს ტემპს აჰყვნენ. სტრუქტურა, რომელსაც პროგრამა ეფუძნება, იმ ადამიანების აღმოჩენაზეა მორგებული, ვისაც საინტერესო და კრეატიული პროექტების კეთების ყველაზე დიდი მოტივაცია აქვთ.
პირველ ეტაპზე, დაინტერესებული ადამიანები Quick-ის ვებგვერდზე უნდა გაეცნონ სტაჟირების მიმართულებებს და გაგზავნონ CV და 500-სიტყვიანი სამოტივაციო წერილი ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: info@quickadagency.com 22 მარტის ჩათვლით. ტრენინგზე დამსწრე ადამიანების ადგილები შეზღუდულია, ამიტომ აირჩევიან ყველაზე მეტად მოტივირებული მონაწილეები.
ამის შემდეგ დაიწყება ორკვირიანი პრაქტიკული ტრენინგები. ჩვენი გუნდის პროფესიონალები მონაწილეებს გადასცემენ ყველა იმ ცოდნასა და ინსპირაციას, რაც აუცილებელია სააგენტოში მუშაობის დასაწყებად. ისინი:
- გაეცნობიან Quick-ის მუშაობის სტილს და სააგენტოს ღირებულებებს;
- შეიძენენ საბაზისო ცოდნას სარეკლამო სფეროში;
- შეასრულებენ მცირე, რეალურ დავალებებს;
- მიიღებენ რეგულარულ უკუკავშირს მენტორებისგან, რაც სწრაფ პროფესიულ განვითარებასა და სწავლის პროცესში დაეხმარებათ.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეები გააკეთებენ საბოლოო პროექტს. პროექტისა და ზოგადი მოტივაციის საფუძველზე შეირჩევა გარკვეული რაოდენობა, რომლებიც Quick-ის ანაზღაურებადი სტაჟირების გუნდს შეუერთდებიან და საკუთარ მენტორებთან ერთად დაიწყებენ რეალურ პროექტებზე მუშაობას.
სტაჟირება ხელმისაწვდომია ხუთ მიმართულებაში:
კონტენტი, ედვერთაიზინგი, დიზაინი, TikTok-ი, და ექაუნთ-მენეჯმენტი.
Quick-ში გვჯერა, რომ მონდომებული ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის შესაბამისი გარემოსა და შესაძლებლობების შექმნის შემთხვევაში, ისინი თავადვე შეძლებენ, აამაღლონ კრეატიული ინდუსტრიის სტანდარტი საქართველოში და აკეთონ განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი პროექტები.
თუ ამ სტატიის კითხვისას საკუთარი თავი ამოიცანი და მიიჩნევ, რომ ჩვენსავით გიყვარს ეს სფერო, მაშინ შემოუერთდი პროექტს.
S












