ქვეყნები, რომელთაც ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალი აქვთ

ქვეყნები, რომელთაც ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალი აქვთ

2025 წელს გლობალურად სახელმწიფო ვალმა 110.9 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ახალი მონაცემების მიხედვით, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვას ეფუძნება, მისი უდიდესი ნაწილი განვითარებულ ეკონომიკებზე მოდის.

სიის პირველ ხუთეულში შემავალი ქვეყნების – ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის – სახელმწიფო ვალი ერთად 74.8 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ეს მსოფლიო სახელმწიფო ვალის ორი მესამედია.

ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალი, ჩამოთვლი ქვეყნებს შორის, ამერიკის შეერთებული შტატებს აქვს და ის 38.3 ტრილიონ დოლარს აღწევს. ეს გლობალური ვალის ერთ მესამედზე ოდნავ მეტს შეადგენს.

აშშ-ს სიაში ჩინეთი და იაპონია მოჰყვებიან, შესაბამისად, $18.7 ტრილიონითა და $9.8 ტრილიონით, რაც იმას ნიშნავს, რომ სამ უმსხვილეს მევალე ქვეყანაზე მსოფლიო ვალის 60% მოდის.

ამის შემდეგ ჩამონათვალში ვხვდებით ევროპის კონტინენტის ქვეყნებს – გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთსა და იტალიას – შესაბამისად, 4.1 ტრილიონი, 3.9 ტრილიონი და 3.5 ტრილიონი დოლარის ოდენობის სახელმწიფო ვალით. უკვე დიდი ხანია, რაც აღნიშნული განვითარებული ეკონომიკები მაღალი ვალის ტვირთს ატარებენ, როგორც დოლარში, ასევე მშპ-სთან მიმართებაში. ეს კი დაკავშირებულია როგორც ხანგრძლივ სოციალურ-ფისკალურ პროგრამებთან, ისე დაბერებულ მოსახლეობასთან.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ვალი ორჯერ აღემატება ჩინეთისას, ვალის წლიური ზრდა შედარებით ზომიერი იყო. 2025 წელს აშშ-ის სახელმწიფო ვალი 2.9 ტრილიონი დოლარით (+8.4%) გაიზარდა, ხოლო ჩინეთის – 2.2 ტრილიონი დოლარით, თუმცა უფრო მაღალი ტემპით (+13.6%).

იაპონიას მშპ-სთან ვალის მაღალი, 230%-იანი თანაფარდობითა აქვს, თუმცა 2025 წელს ქვეყანამ ეს თანაფარდობა შეამცირა. მისი ვალი მხოლოდ 200 მილიარდი დოლარით, 2%-ით გაზარდა.

მსოფლიოს 15 ქვეყანა ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალით: 
პოზიციაქვეყანასახელმწიფო ვალი (ტრილიონი)
1აშშ$38.27
2ჩინეთი$18.68
3იაპონია$9.83
4გაერთიანებული სამეფო$4.09
5საფრანგეთი$3.92
6იტალია$3.48
7ინდოეთი$3.36
8გერმანია$3.23
9კანადა$2.60
10ბრაზილია$2.06
11ესპანეთი$1.90
12მექსიკა$1.10
13სინგაპური$1.01
14სამხრეთი კორეა$0.99
15ავსტრალია$0.93