მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პატიმრების რაოდენობა მნიშვნელოვნად განსხვავდება, მათ შორის მოსახლეობის თანაფარდობის გათვალისწინებითაც. ზოგიერთ სახელმწიფოში მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა, გეოპოლიტიკური გარემო, სასამართლო სისტემის პრობლემები და სოციალური ფონი განაპირობებს იმას, რომ ციხეებში მყოფ ადამიანთა რაოდენობა ძალიან მაღალია.
Prison Policy Initiative-ის თანახმად, პატიმრების რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ციხეებში სასჯელს 1.7 მილიონი ადამიანი იხდის. აღსანიშნავია, რომ განვითარებული ეკონომიკის მიუხედავად, მისი პატიმრების რაოდენობა ორჯერ აღემატება რუსეთის, ინდოეთის და ბრაზილიის ერთად აღებულ მაჩვენებელს.
ამ მაჩვენებლით ამერიკის შეერთებული შტატები მეორე ადგილზეა ჩინეთის შემდეგ, თუმცა პატიმრობის კოეფიციენტით ის მსოფლიოში ოთხეულში შედის – 100,000 მოსახლეზე 614 პატიმარი ჰყავს. აშშ-ში ცალკე აღსანიშნავია ლუიზიანა, სადაც პატიმრობის მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 1,067-ს აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად შტატი დამოუკიდებელ ქვეყანად რომ ჩაითვალოს, მსოფლიოში მეორე ადგილზე იქნებოდა.
რაც შეეხება პირველ ადგილზე მყოფ ჩინეთს, აზიური ქვეყნის ციხეებში სასჯელს მთლიანობაში თითქმის 2 მილიონი ადამიანი იხდის. ჩინეთი სახელმწიფო კონტროლის ძლიერი სისტემით, პოლიტიკური რეპრესიებით და უმცირესობებზე მაღალი ზეწოლით არის ცნობილი.
მესამე ადგილზეა ბრაზილია, სადაც დაახლოებით 664 000 პატიმარია. ქვეყნის ციხეები მაღალი დატვირთულობით არის ცნობილი – რიო-დე-ჟანეიროს ზოგიერთი დაწესებულება თითქმის 190%-ით არის დატვირთული.
პატიმრების რაოდენობით ხუთეულში ხვდება რუსეთი, რომლის ციხეებშიც სასჯელს დაახლოებით 356 000 ადამიანი იხდის. ეს ქვეყანა პოლიტიკური დევნის მაღალი მაჩვენებლით, სახელმწიფო კონტროლის მკაცრი მექანიზმებითა და კორუმპირებული სასამართლო სისტემით არის ცნობილი.
| ადგილი | ქვეყანა | პატიმრობის მაჩვენებელი 100,000 ადამიანზე | პატიმართა სავარაუდო რაოდენობა |
|---|---|---|---|
| 1 | ჩინეთი | 165 | 1,952,658 |
| 2 | აშშ | 614 | 1,726,496 |
| 3 | ბრაზილია | 390 | 664,204 |
| 4 | ინდეთი | 41 | 448,400 |
| 5 | რუსეთი | 300 | 356,201 |
| 6 | თურქეთი | 366 | 245,864 |
| 7 | ტაილანდი | 377 | 230,337 |
| 8 | ინდონეზია | 93 | 198,793 |
| 9 | მექსიკა | 174 | 171,890 |
| 10 | ირანი | 228 | 161,924 |
| 11 | ფილიპინები | 162 | 135,368 |
| 12 | სამხრეთი აფრიკა | 258 | 122,394 |
| 13 | ვიეტნამი | 135 | 104,671 |
| 14 | ეგვიპტე | 116 | 91,933 |
| 15 | არგენტინა | 254 | 90,993 |
| 16 | გაერთიანებული სამეფო | 146 | 83,701 |
| 17 | კოლუმბია | 198 | 83,487 |
| 18 | ეთიოპია | 99 | 79,673 |
| 19 | მაროკო | 270 | 76,464 |
| 20 | მიანმარი | 183 | 75,499 |
| 21 | კუბა | 794 | 73,846 |
| 22 | პერუ | 277 | 72,063 |
| 23 | ალჟირი | 217 | 70,777 |
| 24 | ბანგლადეში | 50 | 62,492 |
| 25 | საფრანგეთი | 109 | 62,357 |
| 26 | პოლონეთი | 199 | 61,974 |
| 27 | პაკისტანი | 38 | 60,455 |
| 28 | მალაიზია | 217 | 60,350 |
| 29 | რუანდა | 637 | 56,885 |
| 30 | საუდის არაბეთი | 207 | 55,667 |
| 31 | იტალია | 105 | 54,570 |
| 32 | ერაყი | 179 | 52,267 |
| 33 | ელ-სალვადორი | 1,086 | 51,758 |








