ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტს მუშაობენ

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტს მუშაობენ

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემების საფუძველზე შედგენილი „მსოფლიო მოსახლეობის მიმოხილვის“ თანახმად, გლობალურად შრომაზე დახარჯული საშუალო დრო კვირაში დაახლოებით 38.7 საათს შეადგენს.

მიმოხილვა 150-ზე მეტი სახელმწიფოს მონაცემებს აერთიანებს და ამ ქვეყნებში კვირის სამუშაო საათებს ერთმანეთს ადარებს. კერძოდ, ყოველკვირეული სამუშაო საათები ადგილობრივი შეფასებების მიხედვით, ფორმალურ და არაფორმალურ შრომით სექტორებშია დათვლილი.

სიის უკიდურეს პოზიციებზე მყოფი ქვეყნების მონაცემებს შორის – სადაც კვირაში ყველაზე ნაკლებ საათსა და მეტ საათს მუშაობენ – თითქმის 30-საათიანი განსხვავებაა.

„მსოფლიო მოსახლეობის მიმოხილვის“ თანახმად, ყველაზე შრომისმოყვარე ქვეყანა ბუტანია, სადაც დასაქმებულები კვირაში საშუალოდ 54.5 საათს მუშაობენ. მოწინავე პოზიციებზეა ასევე სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის არაერთი ეკონომიკა, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საემიროები (48.4 საათი), პაკისტანი (47.5 საათი) და ინდოეთი (45.8 საათი).

სამუშაო საათების მიხედვით ყველაზე დატვირთული ქვეყნები, ძირითადად, აზიასა და აფრიკაში მდებარეობს, სადაც ეკონომიკური განვითარების დონე, სოციალური გარანტიები და შრომითი ბაზრის სტრუქტურა ადამიანებს მეტ შრომას აიძულებს.

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტს მუშაობენ:

ადგილიქვეყანარეგიონისაშუალო სამუშაო დრო (საათი/კვირა)
1ბუტანიაზია54.5
2სუდანიაფრიკა50.8
3ლესოტოაფრიკა50.2
4კონგოაფრიკა48.7
5არაბთა გაერთ. საამიროებიაზია48.4
6სან-ტომე და პრინსიპიაფრიკა48.2
7იორდანიააზია47.8
8ლიბერიააფრიკა47.5
9პაკისტანიაზია47.5
10კატარიაზია46.8