ქვეყნები, სადაც ყველაზე ცოტას მუშაობენ

ქვეყნები, სადაც ყველაზე ცოტას მუშაობენ

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემების საფუძველზე შედგენილი „მსოფლიო მოსახლეობის მიმოხილვის“ თანახმად, გლობალურად შრომაზე დახარჯული საშუალო დრო კვირაში დაახლოებით 38.7 საათს შეადგენს.

მიმოხილვა 150-ზე მეტი სახელმწიფოს მონაცემებს აერთიანებს და ამ ქვეყნებში კვირის სამუშაო საათებს ერთმანეთს ადარებს. კერძოდ, ყოველკვირეული სამუშაო საათები ადგილობრივი შეფასებების მიხედვით, ფორმალურ და არაფორმალურ შრომით სექტორებშია დათვლილი.

სიის უკიდურეს პოზიციებზე მყოფი ქვეყნების მონაცემებს შორის – სადაც კვირაში ყველაზე ნაკლებ საათსა და მეტ საათს მუშაობენ – თითქმის 30-საათიანი განსხვავებაა.

სურვილი სამსახურს ნაკლები დრო დაუთმო და მაინც მაღალი ცხოვრების სტანდარტი შეინარჩუნო – ხშირად ევროპულ ეკონომიკებთან ასოცირდება. „მსოფლიო მოსახლეობის მიმოხილვის“ თანახმად, ქვეყნებს შორის, რომლებიც კვირაში ნაკლები სამუშაო საათებით გამოირჩევიან, სწორედ ევროპული სახელმწიფოები დომინირებენ, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთი ევროპა.

მაგალითად, ნიდერლანდებში (26.8 საათი), ნორვეგიასა (27.1 საათი) და დანიაში (28.8 საათი) დასაქმებულები კვირაში 30 საათზე ნაკლებს მუშაობენ. ეს ქვეყნები მაღალი პროდუქტიულობით, ასევე ავტომატიზაციის და შრომის დაცვის მაღალი დონით გამოირჩევიან. მოკლე საშუალო სამუშაო საათები ხშირად ცხოვრების მაღალ სტანდარტთან არის შერწყმული და მუშაობისა და პირადი ცხოვრების უკეთეს ბალანსს უზრუნველყოფს.

ქვეყნები, სადაც სამსახურს ყველაზე ნაკლებ დროს უთმობენ:

ადგილიქვეყანარეგიონისაშუალო სამუშაო დრო (საათი/კვირა)
1იემენიაზია25.9
2ნიდერლანდებიევროპა26.8
3ნორვეგიაევროპა27.1
4ავსტრიაევროპა28.4
5დანიაევროპა28.8
6ფინეთიევროპა28.8
7ვანუატუოკეანეია29.0
8მოზამბიკიაფრიკა29.0
9შვედეთიევროპა29.3
10გერმანიაევროპა29.6