რა არის ამორტიზაცია?

რა არის ამორტიზაცია?

ამორტიზაცია (ინგლისურად Amortization) არის არამატერიალური საწარმოო საშუალებების ამორტიზებადი თანხის სისტემატური ჩამოწერა მისი სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში. ამორტიზაცია ცვეთის მსგავსია. განსხვავება ისაა, რომ ის ძირითადად არამატერიალური აქტივებისა და სესხების ღირებულების ჩამოწერის დროს გამოიყენება, ცვეთა კი – მატერიალური საგნების ღირებულების ჩამოწერის დროს. ამორტიზაცია ვრცელდება ისეთ აქტივებზე, როგორიცაა: პატენტები, ფრენჩაიზები, სავაჭრო ნიშნები, საავტორო უფლებები და ა.შ. ისევე როგორც ცვეთა, ამორტიზაცია არის ხარჯის გადანაწილება გარკვეული დროის განმავლობაში. თუ არამატერიალურ აქტივში გადახდილია 1,000 ლარი, მისი ღირებულება ამორტიზაციის შედეგად წლებზე გადანაწილება, მაგალითად, წლიურად 100 ლარი.

ცვეთისგან განსხვავებით ამორტიზაციას მკაფიოდ განსაზღვრული ვადა აქვს და ნარჩენი ღირებულება არ გააჩნია, ანუ აქტივის სრული ამორტიზება უნდა მოხდეს. არამატერიალური აქტივების გარდა, ამორტიზაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას ძირითად აქტივებზეც, როცა მათი საშუალო მომსახურების ვადის განსაზღვრა რთული და არაეფექტიანია. სრულად ამორტიზებული აქტივი ნიშნავს, რომ მას ღირებულება აღარ გააჩნია.

როგორც ცვეთას, ასევე ამორტიზაციას ფინანსურ აღრიცხვაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *