რა არის ეკონომია მასშტაბზე?

რა არის ეკონომია მასშტაბზე?

ეკონომია მასშტაბზე (ინგლისურად Economies of Scale) არის პროცესი, როდესაც კომპანია პროდუქციის გამოშვების ზრდით ერთი ერთეულის წარმოებისთვის საჭირო ხარჯს ამცირებს. მაგალითად, თუ კომპანია აწარმოებს თვეში 1,000 მაგიდას, 1 მაგიდის წარმოება უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე თვეში 10,000 რომ აწარმოოს. ეს არის მასშტაბის ეკონომია, ანუ წარმოების მასშტაბის ზრდით დაზოგილი თანხა.

რატომ იკლებს ერთი ერთეულის წარმოების ხარჯი, რაც უფრო მეტს ვაწარმოებთ? წარმოებაში გამოიყენება ბევრი ისეთი რესურსი, რომელსაც ფიქსირებულ ხარჯს ეძახიან და პირდაპირ კავშირში არ არის გამოშვებული პროდუქციის რაოდენობასთან. მაგალითად, დავუშვათ, კომპანია უხდის ბუღალტერს თვეში 3,000 ლარს იმის მიუხედავად, თვეში 1,000 მაგიდას აწარმოებს თუ 10,000-ს. რადგან ბუღალტრის ხელფასი ხარჯია და კომპანიამ გასაყიდი მაგიდების ფასში უნდა შეიტანოს, როდესაც 1,000 მაგიდას აწარმოებს ერთ მაგიდაზე ბუღალტრის ხელფასის ხარჯი 3 ლარია, ხოლო 10,000-ის წარმოების შემთხვევაში ერთ მაგიდაზე ბუღალტრის ხარჯი 30 თეთრია. 3 ლარიდან 30 თეთრამდე შემცირებული ხარჯი არის ეკონომია მასშტაბზე.