ემბარგო (ინგლისურად embargo) არის ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყანასთან ვაჭრობის აკრძალვა ან შეზღუდვა. შეზღუდვის დროს ემბარგო არ ვრცელდება მთლიან ვაჭრობაზე, შეიძლება აიკრძალოს მხოლოდ იმპორტი, ექსპორტი ან გარკვეული საქონლის შემოტანა-გატანა. ემბარგოს სადამსჯელო დანიშნულება აქვს, ქვეყანა დატოვოს საჭირო ნედლეულის გარეშე ან მიყენებული ზარალის გავლენით პოლიტიკური კურსი შეაცვლევინოს.
ემბარგო ვაჭრობის სრული აკრძალვის ანუ ქვეყნის სავაჭრო ბლოკადის სახეს იშვიათად იღებს, განსაკუთრებით მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ. დღეს ძირითადად სტრატეგიულ ემბარგოს იყენებენ, როცა გარკვეული საქონლით ვაჭრობა იკრძალება. სტრატეგიული ემბარგოს დროს ყველაზე ხშირად იარაღით, ბუნებრივი რესურსებით და ტექნოლოგიებით ვაჭრობა იკრძალება. ასევე გავრცელებულია სანიტარული ემბარგო, რომელიც ძირითადად ადამიანებისა და ცხოველების საკვებზე წესდება.
მაგალითად, დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს 6 ქვეყნის მიმართ აქვს დაწესებული სავაჭრო ემბარგო, ესენია: რუსეთი, ირანი, ჩრდ. კორეა, სირია, კუბა და სუდანი.