ექსპორტის ფასების ინდექსი (ინგლისურად Export Price Index) არის საექსპორტოდ წარმოებული სამრეწველო პროდუქციის ფასების საშუალო დონის მაჩვენებელი, რომელიც გვიჩვენებს ექსპორტირებული პროდუქციის წარმოება და მიწოდება გაძვირდა, თუ გაიაფდა. პროდუქციის საექსპორტო ფასი, რომელზეც ხდება დაკვირვება, არის საწარმოს მიერ დაწესებული ფასი. ის მოიცავს მწარმოებლის ფასს საწარმოს კართან, პროდუქციაზე გადასახადებს, ტრანსპორტირების და სხვა ხარჯებს, რომლებიც გაწეულია მწარმოებელი ქვეყნის ტერიტორიის დატოვების წერტილამდე პროდუქციის მისატანად.
ექსპორტის ფასების ინდექსში პროდუქციას წონა ენიჭება მთლიან ექსპორტში მოცემული პროდუქტის წილის მიხედვით. რაც მეტია პროდუქციის წილი ექსპორტში, მისი ფასის ცვლილებას მეტი გავლენა აქვს ექსპორტის ფასების ინდექსზე.