რა არის ინკოტერმსი?

რა არის ინკოტერმსი?

ინკოტერმსი (ინგლისურად International Commercial Terms (Incoterms)) არის საერთაშორისო კომერციული ტერმინების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია და გამოქვეყნებულია საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ. აღნიშნულ ტერმინებს ძირითადად სატრანსპორტო და გადაზიდვების სფეროში იყენებენ. ტერმინების ერთიანი სისტემა ტრანსპორტირების პროცესში ჩართულ მხარეებს თანამშრომლობას უადვილებს, მათ შორის, გადაზიდვებთან დაკავშირებული ხარჯების მხარეებზე განაწილების პროცესს უფრო მარტივს და მკაფიოს ხდის.

მაგალითად, ტერმინი CFR (cost and freight) ნიშნავს, რომ გამყიდველის მოვალეობაა, გადაიხადოს საქონლის დანიშნულების პორტში ჩატანისათვის აუცილებელი ხარჯი და ფრახტის ღირებულება, მაგრამ მას არ ეკისრება ტვირთის შემთხვევითი განადგურების რისკი.