რა არის მოსაკრებელი?

რა არის მოსაკრებელი?

მოსაკრებელი (ინგლისურად Fees) არის სავალდებულო გადასახადი, რომელსაც ფიზიკური ან იურიდიული პირები იხდიან სახელმწიფო ან ადგილობრივ ბიუჯეტებში, როდესაც კანონით განსაზღვრულ შესაბამის საქმიანობას ახორციელებენ ან გარკვეული რესურსებით სარგებლობის უფლების მიღება სურთ. ასევე, მოსაკრებელს იხდიან სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გარკვეული მომსახურების გაწევის შემთხვევაში.

მოსაკრებლების სახეებია: საბაჟო, სანებართვო, სარეგისტრაციო, საექსპერტიზო, საკონსულო, სატენდერო, სააღსრულებო, ლატარიებისა და სხვა მოგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის, მშენებლობის და ა.შ.

მოსაკრებლის სიდიდეს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოები ადგენენ და ის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი წყაროა. მოსაკრებელი ხშირად ფარული გადასახადია. მაგალითად, აზარტული თამაშების მოწყობა შესაძლოა არ იბეგრებოდეს მაღალი გადასახადებით, მაგრამ აზარტული თამაშების მოწყობისთვის უნდა გადაიხადო მაღალი მოსაკრებელი.