რა არის მცირე ბიზნესი?

რა არის მცირე ბიზნესი?

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მცირე ბიზნესი (ინგლისურად Small Business) არის სტატუსი, რომელიც ენიჭება ინდივიდუალურ მეწარმეს, თუ მისი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ჯამური შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში (1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე) 500 000 ლარს არ აჭარბებს. ამავე დროს, არ უნდა ახორციელებდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც გამონაკლისად ითვლება მცირე სტატუსის მინიჭებისთვის, მაგალითად, ასეთებია: საქმიანობები, რომლებიც საჭიროებს ლიცენზირებას ან ნებართვას, სავალუტო ოპერაციების განხორციელება, სათამაშო ბიზნესი, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო საქმიანობები და სხვა.

მეწარმე მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებით დაინტერესებულია, რადგან მცირე ბიზნესი 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 1%-ით იბეგრება და აწარმოებს მარტივ ბუღალტერიას. მცირე ბიზნესით დაკავებული პირისთვის საპენსიო სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითია.

სხვადასხვა ქვეყანაში მცირე ბიზნესი განსხვავებულად განიმარტება და განსხვავებული შეღავათებია დაწესებული.