ნულოვანი ჯამის თამაში (ინგლისურად Zero-sum game) თამაშთა თეორიისა და ეკონომიკური თეორიის დამახასიათებელი მდგომარეობაა, როდესაც თამაშში არის ორი მხარე და ერთი იმარჯვებს, რაოდენობრივად გამარჯვებულის მოგება უდრის დამარცხებულის წაგებას. ასეთ დროს, რადგან წაგება და მოგება ერთმანეთს აბალანსებს, თამაშის მთლიანი სარგებელი ნულის ტოლია. აზარტული თამაშები ძირითადად ნულოვანი ჯამის თამაშებია.
ეკონომიკაში კი შესაძლოა ორი მხარე ისე იყოს ერთმანეთთან კონკურენციაში, რომ შედეგი ნულოვანი არ იყოს, კონკურენციით უფრო მეტი სარგებელი მიიღონ, ვიდრე ცალ-ცალკე, შეჯიბრების გარეშე მიიღებდნენ.
მიჩნეული იყო, რომ ნულოვანი ჯამის თამაშის მაგალითი არის ვაჭრობა – ერთი იგებს გარკვეულ თანხას, მეორე კი იმავე თანხას აგებს. თუმცა ეკონომიკური თეორიის განვითარებამ და პრაქტიკაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვაჭრობაში ორივე მხარე იგებს, რადგან ვაჭრობა თავად ქმნის სიმდიდრეს და ამავე დროს ქმნის მომხმარებლის დანაზოგს.
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი