რა არის ფულადი ნაკადების ანგარიშგება?

რა არის ფულადი ნაკადების ანგარიშგება?

ფულადი ნაკადების ანგარიშგება (ინგლისურად Cash Flow Statement) არის ფინანსური ანგარიშგების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც დროის გარკვეული პერიოდისთვის აჩვენებს საწარმოში ფულის შემოსვლას და გასვლას. ფულადი ნაკადების ანგარიშგება მოიცავს პერიოდის დასაწყისში არსებულ ფულს, მის ცვლილებას და პერიოდის ბოლოს ნაშთს.

ფულადი ნაკადების ანგარიშგება საშუალებას იძლევა შეფასდეს საწარმოს მოკლე და გრძელვადიანი გადახდისუნარიანობა (ლიკვიდობა), განისაზღვროს ჭირდება თუ არა საწარმოს დამატებითი დაფინანსება, დადგინდეს წმინდა მოგებას/ზარალს და ფულადი სახსრების ცვლილებას შორის განსხვავების მიზეზი.

ფულად ნაკადებს 3 ძირითადი წყარო აქვს: ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობიდან, ფულადი სახსრები საინვესტიციო საქმიანობიდან და ფულადი სახსრები საფინანსო საქმიანობიდან.

ფულადი ნაკადების ანგარიშგება მნიშვნელოვანი დოკუმენტია, როგორც შიდა მენეჯმენტისთვის, ასევე ინვესტორებისთვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *