სარგებლის რეალური განაკვეთი (ინგლისურად Real Interest Rate) არის დეპოზიტის, სესხის ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ნომინალური სარგებლის განაკვეთისგან ინფლაციის მაჩვენებლით განსხვავდება. სარგებლის რეალური განაკვეთი გვიჩვენებს ფულის რეალურ ღირებულებას მსესხებლისთვის და რეალურ სარგებელს გამსესხებლისთვის ან ინვესტორისათვის. ის შემდეგო ფორმულით გამოიანგარიშება:
სარგებლის რეალური განაკვეთი = სარგებლის ნომინალური განაკვეთი – ინფლაციის დონე
მაგალითად, თუ ბანკმა ფული გაასესხა წლიურად 15%-ად და ინფლაცია 6% იყო, სარგებლის რეალური განაკვეთი 6% (15% – 9%) იქნება. ეს ნიშნავს, რომ ბანკმა კი აიღო 15%-ით მეტი თანხა, მაგრამ ინფლაციამ ფულის მსყიდველობითი უნარი 6%-ით შეამცირა, ამიტომ ბანკმა რეალურად 9%-იანი სარგებელი მიიღო. აქედან გამომდინარე, ფულის გამსესხებლები და ინვესტორები სარგებლის რეალურ განაკვეთს უფრო აქცევენ ყურადღებას, ვიდრე ნომინალურ განაკვეთს.