სეგმენტაცია (ინგლისურად Segmentation) არის მსგავსი მოთხოვნილების მქონე მომხმარებლების დაჯგუფება. მომხმარებლები ერთმანეთისგან განსხვავდებიან საჭიროებებით, დემოგრაფიული მახასიათებლებით, ასაკით, სქესით, განათლებით, საქმიანობით, შემოსავლით, ქცევით და ა.შ., რაც სეგმენტაციის საფუძველია. სეგმენტაცია მარკეტინგში, ანუ საქონლისა და მომსახურების გაყიდვაში ძალიან დიდი როლს თამაშობს. პირველ ეტაპზე ხდება სეგმენტების შერჩევა და მერე ამ სეგმენტების მიხედვით საქონლის და მომსახურების შეთავაზება. სეგმენტაცია კომპანიას საშუალებას აძლევს, კონკურენტული მდგომარეობა გაიუმჯობესოს. მაგალითად, ზოგადად, ერთი კომპანია შეიძლება ბევრად ჩამორჩებოდეს მეორე კომპანიას სიმძლავრით, ცნობადობით და ა.შ., მაგრამ მომხმარებელთა გარკვეულ სეგმენტში უპირატესობა ჰქონდეს.
სხვა სიახლეები
- მსგავსი
- ავტორის სხვა სტატიები