სუბორდინირებული სესხი (ინგლისურად Subordinated Loan) არის ისეთი სესხი, რომელსაც სხვა დეპოზიტებსა და სესხებთან შედარებით გადახდის (დაფარვის) უფრო დაბალი პრიორიტეტი გააჩნია, ანუ ხელშეკრულების საფუძველზე მხარეები თანხმდებიან, რომ ბანკის მძიმე ფინანსური მდგომარეობის, გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, სუბორდინირებული სესხის კრედიტორის მოთხოვნების დაკმაყოფილება მხოლოდ ყველა სხვა კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ მოხდება. რადგან სუბორდინირებული სესხის დაბრუნება მაღალ რისკთან არის დაკავშირებული, მისი საპროცენტო განაკვეთი შედარებით მაღალია.
სხვა სიახლეები
- მსგავსი
- ავტორის სხვა სტატიები