რა არის უნივერსალური საბაზისო შემოსავალი?

რა არის უნივერსალური საბაზისო შემოსავალი?

უნივერსალური საბაზისო შემოსავალი (ინგლისურად Universal basic income) არის სისტემა, როდესაც ქვეყნის ყველა მოქალაქე ყოველთვიურად იღებს გარკვეულ ფულად დახმარებას მთავრობისგან. ამ თანხის მისაღებად არ არის საჭირო იმუშაო, რაიმე აქტივობა განახორციელო ან მიეკუთვნებოდე ასაკობრივ, სოციალურ ან სხვა ნიშნით გამორჩეულ ჯგუფს. იდეის თანახმად თანხა უნდა იყოს იმდენი, რომ ადამიანის ყოველთვიურ მინიმალურ საჭიროებებს აკმაყოფილებდეს, რამაც ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბე უნდა დაასრულოს.

დღეს უნივერსალური საბაზისო შემოსავლის სისტემა არცერთ ქვეყანაში არ ფუნქციონირებს, თუმცა დროებითად გარკვეული შეზღუდვებით რამდენიმე ქვეყანაში ან ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიაზე იყო დანერგილი (მაგალითად, ირანში, მონღოლეთში, სამხრეთ აფრიკაში). 2016 წელს შვეიცარიაში ჩატარდა რეფერენდუმი უნივერსალური საბაზისო შემოსავლის დასაწესებლად, მაგრამ რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობამ ამ იდეას მხარი არ დაუჭირა.

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი