რა არის ურთიერთდახმარების ფონდი?

რა არის ურთიერთდახმარების ფონდი?

ურთიერთდახმარების ფონდი (ინგლისურად Mutual Fund) ინსტიტუციური ინვესტორის ერთ-ერთი სახეობაა. ის არის კომპანია, რომელიც აგროვებს თანხას სხვადასხვა ინვესტორისგან და მოზიდულ თანხას დებს აქციებში, ობლიგაციებსა და სხვა მოკლევადიან აქტივებში. ინვესტორებს შეუძლიათ, ურთიერთდახმარების ფონდების აქციები იყიდონ და ამ გზით ფონდის თანამესაკუთრე გახდნენ. თანამესაკუთრეები ფონდის მოგებისგან შემოსავალს იღებენ. ურთიერთდახმარების ფონდი ყოველდღიურად ვაჭრობს ფასიანი ქაღალდებით, ამიტომ მისი ფასი, ანუ მისი პორტფელის ფასი ყოველდღიურად იცვლება.

ინვესტორები ურთიერთდახმარების ფონდებს მიმართავენ მაღალკვალიფიციური მენეჯმენტის, დივერსიფიკაციის, მარტივი ხელმისაწვდომობისა და ლიკვიდურობის გამო. აშშ-ში ურთიერთდახმარების ფონდების აქტივების ჯამური ღირებულება 20 ტრილიონ დოლარზე მეტია.