საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2021 წლის ინფლაციის (სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდის) მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დეკემბერში ინფლაციამ 0.3% შეადგინა, ხოლო ჯამში, 2021 წლის წლიური ინფლაციის დონე 13.9%-ია.
2021 წელს სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ყველაზე მეტად – 43.5%-ით კომუნალური გადასახდელები გაიზარდა. შემდეგ მოდის ტრანსპორტი და საწვავი, რომელიც 17.3%-ით გაძვირდა. 15.6%-ით გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები.
თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად, თითქმის 200%-ით, კომბოსტო გაძვირდა. შემდეგ მოდის წყლისა და ბუნებრივი გაზის გადასახდელი, რომელიც 77-77%-ით გაძვირდა. ელექტროენერგიის გადასახდელი 66%-ით გაძვირდა, ნაგვის გატანის – 58%-ით. 40%-ით გაძვირდა ბენზინი, 38%-ით კვერცხი, 36%-ით მზესუმზირის ზეთი, 33%-ით შაქარი და კარტოფილი.
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს ყველაზე მეტად – 22%-ით, თვითმფრინავით მგზავრობა გაიაფდა.
საქონელი და მომსახურება, რომელიც 2021 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა
საქონელი და მომსახურება | გაძვირების % |
| კომბოსტო | 199% |
| წყლის გადასახდელი | 77% |
| ბუნებრივი გაზის გადასახდელი | 77% |
| ელექტროენერგიის გადასახდელი | 66% |
| ნაგვის გატანის გადასახდელი | 58% |
| ქლიავი | 51% |
| ლურსმანი | 49% |
| თერმომეტრი | 48% |
| ბენზინი | 40% |
| კვერცხი | 38% |
| ელექტროყავადანი | 36% |
| მზესუმზირის ზეთი | 36% |
| დიზელის საწვავი | 35% |
| ბადრიჯანი | 34% |
| ჭარხალი | 34% |
| შაქარი | 33% |
| შპრიცი | 33% |
| კარტოფილი | 33% |
| მარგარინი | 33% |
| ჭიქა | 29% |
წყარო: საქსტატი
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

















