რა ხდებოდა Forbes Georgia Banking Conference 2025-ზე

რა ხდებოდა Forbes Georgia Banking Conference 2025-ზე

21 მაისს Forbes Georgia-მ, Concept Digital-თან და Identomat-თან ერთად Forbes Georgia Banking Conference 2025 გამართა.

ღონისძიებამ, რომელიც Stamba-ის სივრცეებში Warehouse Bar & Terrace ჩატარდა,  საბანკო თუ ფინტექ-ინდუსტრიებიდან არაერთ წამყვან ორგანიზაციასა და 100-ზე მეტ ლიდერს მოუყარა თავი. 

კონფერენციის მიზანი იყო, მარეგულირებელი ჩარჩოების მუდმივი ცვლილებებისა და ტექნოლოგიური გარდატეხის პერიოდში, ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისთვის შეეთავაზებინა სიცხადე, ცოდნა და პლატფორმა პროგნოზებისა და შეხედულებების გასაზიარებლად. 

Forbes Georgia Banking Conference 2025 სტუმრების მიღებითა და ნეთვორქინგით დაიწყო. ღონისძიების პროგრამა ფოკუსირებული იყო იმ კრიტიკულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომელთა წინაშეც სექტორი ამჟამად დგას – ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაწყებული, ღია ბანკინგითა და ფინტექით დასრულებული.

ღონისძიების გამხსნელი Keynote პრეზენტაცია ეხებოდა ფულის ანატომიას, მის წარსულსა, მომავალს და ქართული ლარის შექმნის ისტორიას. ამ თემაზე ეკონომისტმა გიორგი ბაქრაძემ ისაუბრა. 

სპიკერი გიორგი ბაქრაძე

მეორე Keynote-ის თემა იყო ღია ბანკინგი და ღია ფინანსები, რომელიც აუდიტორიას საქართველოს საბანკო ასოციაციის ღია ბანკინგის პროექტის დირექტორმა, მიხეილ კაპანაძემ წარუდგინა.

რაც შეეხება მესამე Keynote-ს საბანკო საქმიანობის მომავალს ხელოვნური ინტელექტით მართულ სამყაროში — ამ თემაზე Concept Digital-ის თანადამფუძნებელმა, იოანე ჩიქოვანმა ისაუბრა.

კონფერენციის დასკვნით ეტაპზე გაიმართა პანელური დისკუსია — ბანკინგი გარდამავალ პერიოდში: ინოვაცია და ფინტექის როლი. ამ სეგმენტში მონაწილეობდნენ: ზურაბ კოტარია (Identomat), დავით კიკვიძე (Fintech Association) მიხეილ ნონიკაშვილი (Eurocredit), დავით ზღუდაძე (Mastercard). მოდერატორი ილია რევია (Crystal) იყო.


ამავე თემაზე:


ღონისძიებას უძღვებოდა გიორგი მირზიკაშვილი, ტექნოლოგიური სტარტაპის, Optio-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც დღის ბოლოს საკუთარი შთაბეჭდილებები და  მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე საკუთარი აზრიც გაგვიზიარა:

სანამ Optio-ს დავაფუძნებდი, 10 წელიწადი ვიმუშავე საქართველოს საბანკო სექტორში, ზუსტად იმ პერიოდში, როცა ბანკებმა სწრაფი ტრანსფორმაცია განიცადეს და ბაზარზე არაერთი ახალი პროდუქტი თუ ტექნოლოგიური ინოვაცია დანერგეს. ბოლო წლების განმავლობაში ვიხილეთ არაერთი რთული გამოწვევაც, რომელსაც ქართულმა საბანკო სისტემამ წარმატებით გაართვა თავი. 

ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, საბანკო და ფინტექ ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ხშირად გაცვალონ აზრები, იდეები და შეხედულებები.  ამგვარი კონფერენციები აჩენს თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებსაც, რაც საქართველოს მთლიანი ფინანსური ეკოსისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

პანელური დისკუსიის დასრულებისა და კითხვა-პასუხის სესიის შემდეგ საღამო Warehouse Bar-ში, არაფორმალურ გარემოში ნეთვორქინგითა და აზრების გაცვლის შესაძლებლობით გაგრძელდა.

ღონისძიების მთავარი პარტნიორები იყვნენ: Mastercard და Eurocredit

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: Crystal, Optio.AI, და ProCredit Bank

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს ფინტექ ასოციაცია, საქართველოს საბანკო ასოციაცია და Adjara Group.

Forbes Georgia გეგმავს, მომავალშიც უმასპინძლოს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს და ხელი შეუწყოს ინდუსტრიის მნიშვნელოვანი მოთამაშეებს, რომ ერთმანეთს ხედვა და გეგმები გაუზიარონ. 

Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი, შოთა დიღმელაშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი ღონისძიებები პლატფორმაა ტექნოლოგიური პროგრესისთვის:

Forbes Georgia Banking Conference 2025 არ იყო მხოლოდ ინდუსტრიის წამყვანი მოთამაშეების თავშეყრა — ეს იყო პლატფორმა ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისთვის. არ იქნება გადამეტებული იმის თქმა, რომ რეგიონის ფინტექ მომავალი საქართველოში განისაზღვრება და კონფერენციაც სწორედ ამას ასახავდა. ვამაყობთ, რომ კიდევ ერთხელ მოვუყარეთ თავი ინოვატორებს და ვრჩებით მდგრადი ტექნოლოგიური პროგრესისა და ქვეყნის ყველაზე კრიტიკული სექტორების სანდო მხარდამჭერებად.

ორგანიზატორების შესახებ

Forbes Georgia ქვეყნის წამყვანი ბიზნეს მედია პლატფორმაა, რომელიც მკითხველს  ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს ბიზნესის, ინვესტიციების, ტექნოლოგიების, ლიდერობისა და სტარტაპ ეკოსისტემის შესახებ.

Concept Digital წარმოადგენს ციფრული გადაწყვეტილებებისა და პროდუქტების სააგენტოს, რომელიც კომპანიებს მასშტაბირებასა და ზრდაში ეხმარება.

Identomat გთავაზობთ ხელოვნური ინტელექტით უზრუნველყოფილ იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის გადაწყვეტილებებს. კომპანიის მისიაა, დაცული, მარტივი და სანდო ციფრული გარემო შექმნას ბიზნესებისა და მომხმარებლებისათვის.