რამდენი გამოიმუშავეს ალკარასმა და შვიონტეკმა Indian Wells-ის მოგებით?

რამდენი გამოიმუშავეს ალკარასმა და შვიონტეკმა Indian Wells-ის მოგებით?

გუშინ ჩოგბურთში Indian Wells Open-ის გათამაშება დასრულდა და გამარჯვებულები როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის გამოვლინდნენ. ქალთა შორის ტიტულს მეორედ დაეუფლა პოლონელი იგა შვიონტეკი, მამაკაცთა შორის კი ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო ესპანელმა კარლოს ალკარასმა.

ფინალში იგა შვიონტეკის მეტოქე ბერძენი მარია საკარი იყო, რომელმაც პოლონელთან შეხვედრა ორივე სეტში, ანგარიშით 6:4, 6:0 დათმო. რაც შეეხება მამაკაცთა შორის ფინალს, აქ ალკარასს ტიტულს რუსი დანიილ მედვედევი ეცილებოდა, თუმცა ესპანელმა ორ სეტში ანგარიშით 7:6, 6:1 მოიგო.

საინტერესოა, რა თანხის გამომუშავება შეძლეს 2024 წლის Indian Wells-ის ჩემპიონებმა ამ ტურნირის მოგებით. როგორც ირკვევა, იგა შვიონტეკი და კარლოს ალკარასი 1.1 მილიონ აშშ დოლარს მიიღებენ, მათ მიერ ფინალში დამარცხებული მეტოქეები კი 585,000 აშშ დოლარს.

ცნობისთვის, იგა შვიონტეკის მიერ კარიერის განმავლობაში კორტებზე გამომუშავებული თანხა 27 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. რაც შეეხება კარლოს ალკარასს, მას კარიერის განმავლობაში საპრიზო თანხის სახით 28 მილიონ აშშ დოლარზე მეტი აქვს მიღებული.

Illustration: Büşra Öztürk