რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს აზარტული თამაშების კომპანია Evolution Georgia-ს?

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს აზარტული თამაშების კომპანია Evolution Georgia-ს?

შპს “ევოლუშენ ჯორჯიამ” 2021 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ გასულ წელს საკუთარი შემოსავალი 50.7 მილიონი ლარით, 145.3 მილიონამდე გაზარდა. კომპანიის წმინდა მოგება, კი 6.1 მილიონი ლარიდან, 13.4 მილიონამდე გაიზარდა.

ანგარიშის თანახმად, ფირმამ მკვეთრად გაზარდა მასში დასაქმებულთა რაოდენობაც, 2020 წელს კომპანია 3.5 ათას ადამიანს ასაქმებდა და მათ ხელფასებზე 43.3 მილიონი ლარი გასცა. 2021 წელს მასში დასაქმებულთა რაოდენობა – 5.9 ათასამდე, გაცემული ხელფასების მოცულობა კი 93.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

2021 წლისთვის კომპანია ლაივ ტრანსლაციას 532 მაგიდის მეშვეობით ახორციელებდა.

კომპანიის უშუალო მფლობელია Evolution Malta Holding Limited LLC, რომელიც თავის მხრივ, შვედური კომპანია Evolution Gaming Group AB-ს შემადგენლობაში შედის. კომპანიის აქციები სტოკჰოლმის ბირჟაზე ივაჭრება და მისი გლობალური შემოსავალი 2021 წელს $1.24 მილიონი იყო.

“ჯგუფი ქმნის სრულად ინტეგრირებულ ლაივ კაზინო გადაწყვეტებს აზარტული თამაშების ოპერატორებისთვის, ახორციელებს მის მარკეტინგს და გასცემს ლიცენზიებს. ის მონაწილეობს მხოლოდ განვითარებასა და შექმნაში, თვითონ არ ახორციელებს აზარტული თამაშების ოპერირებას,” – ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

ინფორმაციისთვის: Evolution Gaming-ის შვილობილი კომპანია საქართველოში 2018 წლიდან საქმიანობს. კომპანია საქართველოში არსებული სტუდიების მეშვეობით, უცხოურ, აზარტული თამაშების კომპანიებს ლაივ სტრიმინგის სერვისს სთავაზობს. “ევოლუშენი” საქართველოდან აზარტული თამაშების წაყვანას 13 ენაზე ახორციელებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *