რამდენია „ლივერპულში“ მამარდაშვილის ხელფასი?

რამდენია „ლივერპულში“ მამარდაშვილის ხელფასი?

Transfermarkt-მა, Capology-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ინგლისის პრემიერ-ლიგის კლუბ „ლივერპულის“ ფეხბურთელების ხელფასებზე ინფორმაცია შემოგვთავაზა.

როგორ ირკვევა, კლუბში ყველაზე მაღალი ხელფასი მოჰამედ სალაჰს აქვს. ეგვიპტის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, რომელსაც „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, წელიწადში 24 მილიონ ევროს იღებს. მეორე ადგილს ნიდერლანდელი მცველი, ვირჯილ ვან დაიკი იკავებს, რომელიც ყოველწლიურად ხელფასის სახით „ლივერპულში“ 21 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

კლუბის დანარჩენი ფეხბურთელების ხელფასები ამ ორი მოთამაშის ანაზღაურებას სულ მცირე ნახევარჯერ ჩამორჩება. მაგალითად, მესამე ადგილზე მყოფი ფრანგი ჰიუგო ეკიტიკეს წლიური ხელფასი 12 მილიონი ევროა. ის კლუბში ახალწვეულია და „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2031 წლამდე აქვს გაფორმებული.

რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, რომელიც ინგლისურ კლუბს მიმდინარე ზაფხულში, „ვალენსიასთან“ იჯარის ამოწურვის შემდეგ შეუერთდება, Capology-ის თანახმად, ის წელიწადში €5.1-მილიონიან ანაზღაურებას მიიღებს. ამ მხრივ, ის „ლივერპულის“ 20 ფეხბურთელს შორის მე-14 ადგილზეა. შეგახსენებთ, გიორგიმ ახალ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა. აღსანიშნავია, რომ გიორგი მამარდაშვილის მსგავს ხელფასს იღებს მცველის პოზიციაზე მოთამაშე ჯო გომესი.