Visual Capitalist-მა, Eurostat-ის 2022 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ევროპის 35 ეკონომიკაში საშუალოდ ყოველწლიურად თითო პენსიონერზე გაცემული პენსიის მოცულობა დაითვალა და ის ქვეყნები გამოავლინა, რომლებიც ამისთვის ყველაზე მეტს ხარჯავენ. სტატიაში ასევე მოცემულია დანახარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ).
ცნობისთვის, საპენსიო ხარჯი მთლიანი საპენსიო გადასახდელის პენსიონერთა რაოდენობაზე გაყოფით განისაზღვრა. ის გადაყვანილია როგორც ევროში, ასევე მსყიდველობითი უნარის სტანდარტში (PPS), რაც თითოეული ქვეყნის ფასების დონის გათვალისწინებით გამოითვლება.
როგორც მონაცემებიდან გაირკვა, მდიდარი დასავლური ეკონომიკები, როგორიცაა ისლანდია, ლუქსემბურგი და ნორვეგია, პენსიონერზე წელიწადში €30,000-ზე მეტს ხარჯავენ. ამ ქვეყნების რეიტინგში დაწინაურება მხოლოდ სიმდიდრეს არ უკავშირდება, არამედ მყარ საპენსიო სისტემებს — სავალდებულო დანაზოგების მოდელს, მაღალი შემოსავლების მქონე მოსახლეობასა და დივერსიფიცირებულ ეკონომიკას.
რეიტინგის ხუთეულს დანია და შვეიცარია ასრულებენ — ორივე ქვეყანა უნივერსალურ საბაზისო პენსიას სავალდებულო პროფესიულ საპენსიო სქემებთან აკავშირებს. საინტერესოა, რომ ამ ხარჯების მიუხედავად, მათ ბიუჯეტში პენსიების წილი 9%-ს არ აჭარბებს (გაცილებით ნაკლებია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე, მშპ-ის 12.2%-ზე), რაც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ მაღალი გადასახადები და ეფექტიანი განაწილება სისტემის მდგრადობის საფუძველია.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთი და უნგრეთი პენსიებზე მშპ-ის დიდ ნაწილს ხარჯავენ, თუმცა დაბალი საგადასახადო ბაზა პენსიის მოცულობას €7,000-ზე ქვემოთ ტოვებს.
იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი პენსიებზე მშპ-ის 9-12%-მდე ხარჯავენ, თუმცა ერთ პენსიონერზე განაწილებული თანხა ხშირად €20,000-საც ვერ აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ფასების გათვალისწინებით (PPS) ეს თანხები იზრდება, მაინც აშკარაა, რომ მდგრადობა პრობლემურია. ამის მიზეზი კი, სპეციალისტების შეფასებით, დაბალი დემოგრაფიული ზრდა, პენსიაზე დიდხანს მყოფი მოსახლეობა და ეკონომიკური ზრდის სუსტი ტემპია.
რეიტინგი | ქვეყანა | პენსია ერთ პენსიონერზე (ევრო) | პენსია (PPS)* | პენსიის წილი მშპ-ში |
---|---|---|---|---|
1 | ისლანდია | €36,000 | 20,700 | 6.8% |
2 | ლუქსემბურგი | €31,800 | 20,800 | 5.5% |
3 | ნორვეგია | €30,900 | 20,100 | 5.6% |
4 | დანია | €30,200 | 20,600 | 8.3% |
5 | შვეიცარია | €27,000 | 14,800 | 8.5% |
6 | ავსტრია | €24,300 | 21,200 | 11.1% |
7 | ნიდერლანდები | €24,100 | 20,200 | 8.7% |
8 | ბელგია | €22,600 | 18,900 | 9.1% |
9 | შვედეთი | €22,400 | 17,200 | 9.3% |
10 | ირლანდია | €21,800 | 15,300 | 3.0% |
11 | ფინეთი | €21,100 | 16,400 | 10.7% |
12 | იტალია | €19,600 | 19,500 | 10.6% |
13 | საფრანგეთი | €18,900 | 17,200 | 12.1% |
14 | ესპანეთი | €18,100 | 19,400 | 8.9% |
15 | გერმანია | €17,900 | 16,500 | 8.9% |
16 | კვიპროსი | €12,500 | 13,100 | 6.0% |
17 | საბერძნეთი | €12,300 | 14,600 | 11.6% |
18 | პორტუგალია | €11,300 | 13,200 | 10.1% |
19 | მალტა | €10,600 | 11,400 | 4.4% |
20 | სლოვენია | €8,900 | 10,200 | 8.0% |
21 | ჩეხეთი | €8,400 | 10,100 | 7.1% |
22 | ესტონეთი | €7,300 | 7,800 | 4.4% |
23 | პოლონეთი | €6,900 | 11,700 | 7.8% |
24 | ლატვია | €5,700 | 7,400 | 7.0% |
25 | ლიტვა | €5,300 | 7,100 | 5.5% |
26 | რუმინეთი | €5,100 | 9,600 | 7.3% |
27 | უნგრეთი | €5,000 | 8,000 | 5.4% |
28 | ხორვატია | €4,900 | 7,200 | 5.1% |
29 | სლოვაკეთი | €4,800 | 6,000 | 6.2% |
30 | მონტენეგრო | €4,000 | 7,100 | 5.3% |
31 | ბულგარეთი | €3,600 | 6,600 | 6.7% |
32 | სერბეთი | €3,500 | 6,100 | 6.3% |
33 | ბოსნია და ჰერცეგოვინა | €3,000 | 5,600 | 5.9% |
34 | თურქეთი | €2,900 | 8,100 | 3.3% |
35 | ალბანეთი | €1,600 | 3,000 | 5.3% |
— | ევროკავშირის საშუალო | €16,100 | 16,100 | 9.3% |
*PPS – მსყიდველობითი უნარის სტანდარტი: გამოიყენება ქვეყნებს შორის ფასების დონის გასათანაბრებლად.