რეგიონული ბიზნესის განვითარება სტრატეგიული პარტნიორობის მოდელით - ზაზა ფიფიას ხედვა სამეგრელოსა და იმერეთის ეკონომიკურ პოტენციალზე

რეგიონული ბიზნესის განვითარება სტრატეგიული პარტნიორობის მოდელით - ზაზა ფიფიას ხედვა სამეგრელოსა და იმერეთის ეკონომიკურ პოტენციალზე

სამეგრელო და იმერეთი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და დინამიკური რეგიონებია და საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს წარმოადგენენ.  აქ კონცენტრირებულია როგორც წარმოების, ისე ლოგისტიკის, FMCG, უძრავი ქონებისა და სხვა სექტორები.

ამ რეგიონებში ბიზნეს ეკოსისტემის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს საქართველოს ბანკი ასრულებს. არსებულ გამოწვევებზე, სექტორის დინამიკასა და განვითარების ხედვებზე საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების  სექტორის უფროსს, ზაზა ფიფიას ვესაუბრეთ.

“რეგიონული ბიზნესების განვითარება ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში ეს პროცესი განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობს. საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი პარტნიორი,  აღნიშნულ რეგიონებში, ბიზნესების გაძლიერებას სტრატეგიული პარტნიორობის მოდელით უჭერს მხარს.

ჩვენი გუნდი დეტალურად სწავლობს როგორც რეგიონის სპეციფიკას, ასევე ინდუსტრიების თავისებურებებს, რაც საშუალებას გვაძლევს, შევიმუშაოთ კლიენტზე მორგებული, ინდივიდუალური გადაწყვეტები. ეს მიდგომა განსაკუთრებით ეფექტურია სამეგრელოსა და იმერეთში, სადაც მრავალფეროვანი სექტორებია წარმოდგენილი.  ჩვენი ამოცანაა, გამოვავლინოთ პარტნიორი  ბიზნესების საჭიროებები და შევქმნათ მათი გაძლიერებისთვის საჭირო პირობები”, – ამბობს ზაზა ფიფია.

მრავალფეროვანი პროექტები  და დივერსიფიცირებული რეგიონული ეკონომიკა

“სამეგრელოსა და იმერეთის პორტფელი მრავალფეროვან პროექტებს მოიცავს, რაც თავის მხრივ ხაზს უსვამს რეგიონის ეკონომიკის დივერსიფიცირებულ ბუნებას. აქტიურად ვთანამშრომლობთ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომპანიებთან, რაც ხელს უწყობს რეგიონის გეოგრაფიული უპირატესობის ეფექტიან გამოყენებას და ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ნაკადების გაზრდას.

მნიშვნელოვანი მიმართულებაა კვების პროდუქტების წარმოება, რომელიც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ემსახურება. ასევე, აქტიურად ვუჭერთ მხარს, უძრავი ქონების, დეველოპმენტსა და სამშენებლო მასალების წარმოების სექტორებს.

ჩვენი მიზანია ერთის მხრივ გავაძლიეროთ პარტნიორი ბიზნესები, მეორეს მხრივ კი – რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შევუწყოთ ხელი”- აღნიშნავს ის.

განვითარების პოზიტიური დინამიკა და მზარდი საინვესტიციო გარემო

“ბოლო წლებში, რეგიონულ ბიზნესების განვითარების მიმართულებით, პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა.  განსაკუთრებით აქტიური იყო ბოლო ორი წელი იმერეთის რეგიონში, სადაც ბანკის მხარდაჭერით არაერთი პროექტი განხორციელდა, როგორც საწარმოების გაფართოების ისე, საბრუნავი კაპიტალით უზრუნველყოფის კუთხით.

ამ პროცესის პარალელურად, იზრდება ბიზნესების მზაობა გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. მიმაჩნია, რომ იმერეთსა და სამეგრელოს კარგი პოტენციალი აქვს ლოჯისტიკური ჰაბების, წარმოების და ტურიზმის სფეროს განვითარების კუთხით.

აღსანიშნავია, ისიც რომ ბოლო წლებში, რეგიონული ბიზნესების ინტერესი ენერგოეფექტური პროექტების მიმართ იზრდება, რაც ერთის მხრივ მათთვის ეკონომიკური მდგრადობის გარანტია, მეორეს მხრივ კი, გარემოზე დადებით გავლენას ახდენს”, – დაამატა მან.

გამოწვევები რეგიონებში და ბანკის როლი

“საქართველოში კორპორაციული ბიზნესი ძირითადად თბილისშია  წარმოდგენილი. თუმცა, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის, რეგიონულ მსხვილ ბიზნესებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი აქვთ. ისინი ქმნიან ეკოსისტემას, რომელიც სტიმულს აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესებს.

მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, რეგიონული ბიზნესები არაერთ გამოწვევის წინაშე დგანან, მათ შორის: კვალიფიციური კადრების დეფიციტი, ლოგისტიკური სირთულეები, ფინანსებზე წვდომა და სპეციალიზებული ცოდნის ნაკლებობა.

საქართველოს ბანკი ამ გამოწვევებს არა მხოლოდ ფინანსური ინსტრუმენტებით, არამედ ცოდნის, გამოცდილებისა და ექსპერტიზის გაზიარებით პასუხობს. ვქმნით საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, ვთავაზობთ საკონსულტაციო მხარდაჭერას, ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსა და გაყიდვების სტიმულირების მხარდაჭერას.  ვმუშაობთ, როგორც ბიზნეს პარტნიორი, რომელიც პარტნიორ კომპანიებს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებასა და განვითარების ოპტიმალური გზების იდენტიფიცირებაში ეხმარება”, – ამბობს ის.

სამომავლო ფოკუსი – მდგრადობა, ინოვაცია და საერთაშორისო ბაზრების ათვისება

“საქართველოს ბანკის რეგიონული სტრატეგია ინოვაციური და მდგრადი ბიზნესების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული, განსაკუთრებით იმ პროექტებზე, რომლებიც გარემოზე დადებით გავლენას ახდენენ.

2026 წლისთვის ვგეგმავთ რეგიონული ბიზნესების საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრაციის ხელშეწყობას, ციფრული ტრანსფორმაციის პროცესების გაძლიერებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მხარდაჭერას, რაც მათ კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.

ამასთანავე, სექტორთაშორისი თანამშრომლობის განვითარება ერთ-ერთ საკვანძო ფაქტორად რჩება. მიმჩნია, რომ ეს რეგიონში ეკონომიკური ეკოსისტემის გაძლიერებას და მდგრად, გრძელვადიან განვითარებას უზრუნველყოფს”, – აღნიშნა ზაზა ფიფიამ.

S