რეგიონული ბიზნესშეხვედრები გრძელდება - შემდეგი გაჩერება თელავი!

რეგიონული ბიზნესშეხვედრები გრძელდება - შემდეგი გაჩერება თელავი!

8 ოქტომბერს, თელავის Esquisse Design Hotel-ში, ერთმანეთს შეხვდებიან ადგილობრივი ბიზნესები, დარგის ექსპერტები, სახელმწიფო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები — ადამიანები, რომლებიც კახეთის ეკონომიკური განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნიან.

რეგიონული ბიზნესშეხვედრების სერიის მესამე კონფერენცია დაეთმობა თემას – „სექტორული განვითარება კახეთის რეგიონში“, რომელიც აერთიანებს მეღვინეობის, აგრარული და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს.

ღონისძიების მიზანი კახეთის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებაa.

შეხვედრას გახსნიან მარიკა აბულაძე და გელა ბაქრაძე, პროკრედიტ ბანკის წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ ინიციატივის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ უწყობს ბანკი ხელს მეწარმეობის განვითარებას რეგიონებში.

ღონისძიების მოდერატორი იქნება მაია სიდამონიძე – ტურიზმის ინდუსტრიის ექსპერტი და მმართველი პარტნიორი, რომელიც თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით კონფერენციას განსაკუთრებულ დინამიკას შემატებს.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ქინოუთ-სესია და პანელური დისკუსია:

ქინოუთი:

  • გიორგი ბაქრაძე – პროკრედიტ ბანკის დირექტორთა საბჭოს მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში – ისაუბრებს თემაზე: „კახეთის რეგიონის ეკონომიკური მაჩვენებლები“, სადაც მიმოიხილავს მეღვინეობის, აგრო და ტურიზმის სექტორების დინამიკას ბოლო წლების განმავლობაში.
  • კახაბერ სუხიტაშვილი – CENN-ის კოორდინატორი კახეთის რეგიონში – ისაუბრებს მდგრად პრაქტიკებზე სოფლის მეურნეობაში და გარემოსდაცვითი მიდგომების როლზე რეგიონულ განვითარებაში.
  • გიორგი სიმონგულაშვილი – GEC Business Growth-ისა და Axel-ის პარტნიორი – ისაუბრებს კომპანიების ზრდის ანატომიაზე: “როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს?”

პირველი პანელური დისკუსია დაეთმობა თემას „ტურიზმის შესაძლებლობები და პერსპექტივები კახეთში“, რომელსაც წარადგენს მაია სიდამონიძე, Welcome to Georgia! – ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მმართველი პარტნიორი.

პანელში მონაწილეობას მიიღებენ:

  • შოთა ლაგაზიძე – ლაგაზის ბეიკერის დამფუძნებელი.
  • მაკა ღლიღვაშვილი – ლოპოტა სპა რეზორტის კომერციული დირექტორი.
  • ქეთი მიქაშავიძე – Hotel Collection International-ის რეგიონალური დირექტორი.

ღონისძიების მეორე პანელური დისკუსია – „დაფინანსების ხელმისაწვდომობა მცირე და საშუალო კომპანიებისთვის“, რომლის მოდერატორი იქნება გიორგი კარდენახლიშვილი, პროკრედიტ ბანკის საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი. პანელში მონაწილეობას მიიღებენ:

  • გიორგი ჩივიაშვილი – შპს ბრიცას დამფუძნებელი დირექტორი.
  • თეონა ბაბუნაშვილი – სსიპ „აწარმოე საქართველოში“-ს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
  • ნოშრევან ირაჯაული – სოფლის განვითარების სააგენტო RDA-ს კახეთის რეგიონული სამსახურის წამყვანი სპეციალისტი

ეს შეხვედრა იქნება მეტი, ვიდრე უბრალოდ კონფერენცია — ეს არის შესაძლებლობა ერთად ვიფიქროთ, როგორ გავაძლიეროთ კახეთი.

როგორ შევქმნათ ახალი პარტნიორობები, როგორ გავაზიაროთ ცოდნა და როგორ ვაქციოთ ადგილობრივი იდეები გრძელვადიან წარმატებად.


📍 Esquisse Design Hotel, თელავი

📅 8 ოქტომბერი, 16:30 საათი. 2025

📌 დასწრება თავისუფალია – რეგისტრაცია საჭიროა ბმულზე: forms.gle/iYF6ua9UEjN8pb6V7

📌 ღონისძიების ბმული – https://www.facebook.com/share/16CHWUYaYB/

რეგიონული ბიზნესშეხვედრების ორგანიზატორები არიან: პროკრედიტ ბანკი და სტარტაპ ბიურო.