Rental Georgia – პროფესიონალიზმი ქართული ივენთების ინდუსტრიაში

Rental Georgia – პროფესიონალიზმი ქართული ივენთების ინდუსტრიაში

თბილისში დაფუძნებული კომპანია Rental Georgia სამ წელიწადში იქცა ერთ-ერთი მოთამაშედ ქვეყნის ივენთების სცენაზე, განსაკუთრებული აქცენტით რეზონატორულ (ჰორნ) ხმის სისტემებზე, რომელთა შორისაც მსოფლიო ბრენდები – Void Acoustics და Funktion-One იგულისხმება.

საქართველოს ივენთ ინდუსტრია ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვან წინსვლას განიცდის. ამ ზრდის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია კომპანია Rental Georgia, რომელიც თბილისიდან ოპერირებს და ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს ღონისძიებების სრულ ტექნიკურ ნაწილს: უმაღლესი ხარისხის ხმის სისტემებს, განათებას, LED ეკრანებს და ღონისძიების ტექნიკურ მენეჯმენტს. კომპანიის მზარდი განვითარება, რომელიც 3 წლის განმავლობაში ყოველწლიურად აჭარბებს საკუთარ მოლოდინებს, ნათლად მეტყველებს მის წარმატებაზე და ინდუსტრიის განვითარების ამბიციაზე.

ჰორნ-სისტემები: Void Acoustics და Funktion-One

Rental Georgia-ს უძლიერესი მხარე, რითაც ის განსაკუთრებით გამოირჩევა ქართულ ბაზარზე, არის რეზონატორული (ჰორნ) ხმის სისტემები. ამ მიმართულებით, კომპანიის არსენალი მოიცავს ისეთ საკულტო ბრენდებს, როგორიცაა Void Acoustics და Funktion-One. სწორედ ამ მიმართულებას ხელმძღვანელობს ალექსანდრე (Horn – PA Master Engineer და კომპანიის CTO).

“ჩვენს ქვეყანაში, წარსულში, თუნდაც 10 წლის წინ, აუდიო-ვიზუალური წარმოების ხარისხის ძალიან დიდი დეფიციტი იყო. სწორედ ამაზე დგას ჩვენი კომპანიის განვითარების ვექტორი, რომ გარდავიქმნათ მაღალი პროფესიონალიზმის მქონე, რთულ გამოწვევებზე ადეკვატურად მოპასუხე კომპანიად”, – განმარტავს ალექსანდრე.

ალექსანდრე იხსენებს ქართულ ბაზარზე ოპერირებად კომპანიებს, როგორიცაა Lumen (ვიზუალურ-ტექნიკური მიმართულებით),  Sound City (პასიური საკონცერტო ხმის სისტემების სფეროში) და ProElectronics (ორივე ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებით), როგორც ინდუსტრიის წინსვლის სამაგალითო ნიმუშებს და ხაზს უსვამს:

“რომ არა ისინი, ძალიან ბევრი რამ ვერ მოხდებოდა, ვერ გაკეთდებოდა ბევრი პროექტი, რომელიც მათ გააკეთეს და არ ვიქნებოდით იქ. სადაც ახლა ვართ”, – თქვა ალექსანდრემ.

დაწყება მეგობრებიდან: როგორ შეიქმნა Rental Georgia

კომპანიის დამფუძნებელი, გოჩა ზაქარიაშვილი იხსენებს, რომ Rental Georgia-ს შექმნა დაიწყო არა დიდი ბიზნესგეგმით, არამედ ინტერესითა და მეგობრების დახმარებით.

“თავდაპირველად ეს უბრალოდ მეგობრების დახმარება იყო, ერთი მხარე აკეთებდა ღონისძიებას, ხოლო სხვა მეგობრებს ჰქონდათ Rental კომპანიები — მე ორივე მხარეს ვეხმარებოდი და პირადად ვერთვებოდი განხორციელების მექანიზმში. შემდეგ იყო 4 დინამიკი… ასე დავიწყეთ”, – ამბობს გოჩა ზაქარიაშვილი.

კომპანიის დამფუძნებლისთვის ყველაზე დიდი წარმატება ფინანსური მაჩვენებელი არაა.

კომპანიის ყველაზე დიდ წარმატებად ვთვლი ჩვენი გუნდის მუშაობას, რომელიც გულისხმობს გამოწვევებზე და სირთულეებზე მათ რეაგირებას, ერთმანეთის გვერდში დგომასა და სირთულეების ერთად გადალახვას”, – განმარტავს გოჩა .

მიუხედავად ბიზნესის სირთულეებისა, ზაქარიაშვილის თქმით, ეს საქმიანობა რომანტიზმითაა სავსე.

“ბიზნეს საქმიანობას აქვს ერთი წესი — გამოიმუშავო რაც შეიძლება მეტი შემოსავალი, მაგრამ ცხოვრებისეულ საქმიანობას თან ახლავს რომანტიზმი – შენ რას გინდა რომ აკეთებდე. ამ საქმეში ჩართულობას, გამოწვევების გართულებას და მათ გადალახვას აქვს თავისი მიჯაჭვულობა. ეს არის ის, რასაც ვაკეთებ” – ამბობს ის. 

გამორჩეული პროექტები: ტრანსფორმაციის ხელოვნება

Rental Georgia-ს პორტფოლიო მოიცავს არაერთ მასშტაბურ და გამომწვევ პროექტს, რაც მის ტექნიკურ და მენეჯერულ სიძლიერეს უსვამს ხაზს:

  • Mzesumzira KosMos Stage 2024;
  • Komorebi 2025 (Poti Urban Stage და ბაკურიანი);
  • Reborn (Bazari Orbeliani-ზე).

განსაკუთრებით საინტერესოა Reborn-ის პროექტი, რომელიც თბილისის „ბაზარი ორბელიანის“ სავაჭრო ცენტრს პარასკევობით 1500-კაციან ღონისძიებად აქცევს. Rental Georgia უზრუნველყოფს ამ ღონისძიების როგორც ვიზუალურ, ასევე ხმის სისტემებს, ხან Void Acoustics-ის, ხან კი Funktion-One-ის გამოყენებით, რითაც წარმატებით ახერხებს სივრცის სრულ ტრანსფორმაციას.

განათლება, როგორც სტაბილური განვითარების გასაღები

ალექსანდრე მიიჩნევს, რომ ქართული ფროდაქშენის განვითარების ხარისხის სტაბილურობისთვის აუცილებელია აკადემიურ-პროფესიული საგანმანათლებლო მიმართულება.

“იმისათვის, რომ ქართული ფროდაქშენის განვითარება გახდეს სტაბილური და მისი ხარისხი იყოს მოწოდების სიმაღლეზე, აუცილებელია ექსპერიმენტულ-სამეცნიერო ცოდნის განახლება და აკადემიურ-პროფესიული საგანმანათლებლო მიმართულება”, – აცხადებს ის.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი მასშტაბის საკონცერტო ხმის სისტემების ინსტალაციის ისტორია 1965 წლის The Beatles-ის კონცერტიდან (Shea Stadium NYC) იწყება, ევროპულ უნივერსიტეტებში უკვე ათეულობით წლებია, არსებობს შესაბამისი ფაკულტეტები.

“სწორედ ეს მიდგომა მოგვცემს ახალი თაობის პროფესიონალებს და შესაბამისად, ერთმანეთთან კონკურენციის ხარჯზე, ხარისხის მუდმივ ზრდას”, – ამბობს ალექსანდრე.

Rental Georgia არა მხოლოდ ტექნიკურ სერვისს სთავაზობს ბაზარს, არამედ ქმნის ახალ სტანდარტებს, აჩვენებს პროფესიონალიზმის მაღალ მაგალითს და ხელს უწყობს ქართული ივენთ ფროდაქშენის ევროპულ დონეზე ასვლას.