ფოტო: Nurphoto | Getty Images
მედიასააგენტო Reuters-ს საკითხთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რომ Nvidia OpenAI-ში დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ინვესტირებასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმებასთან ახლოსაა. ინვესტიცია OpenAI-ის მიმდინარე დაფინანსების რაუნდის ნაწილი იქნება.
შეგახენებთ, გასულ კვირას Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ChatGPT-ის შემქმნელი დაფინანსების რაუნდში 100 მილიარდ დოლარამდე ფინანსური რესურსის მოზიდვას გეგმავს. ეს OpenAI-ის შეფასებას დაახლოებით 830 მილიარდ დოლარამდე გაზრდის.
ხელოვნური ინტელექტის სფეროში მზარდი კონკურენციის ფონზე, AI-რბოლაში კონკურენტული უპირატესობის მოპოვების მიზნით, კომპანიები, მათ შორის Amazon-ი და SoftBank Group Corp-ი, OpenAI-სთან პარტნიორობის დამყარებას აქტიურად ცდილობენ.
რამდენიმე დღის წინ The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ OpenAI-ში 100 მილიარდი დოლარის ინვესტირებისა და მონაცემთა ცენტრების ჩიპებით მომარაგების შესახებ Nvidia-ს გეგმები შეფერხდა. თუმცა მოგვიანებით, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა ეს ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, Nvidia OpenAI-ში „ძალიან დიდ“, შესაძლოა, კომპანიის ისტორიაში ყველაზე მსხვილ ინვესტიციასაც გეგმავს.
ჰუანგმა CNBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ Nvidia OpenAI-ის დაფინანსების მომდევნო რაუნდში მონაწილეობას და კომპანიის მომავალ IPO-ში ინვესტირებასაც განიხილავს.









