ბავშვთა დღე არა მხოლოდ საზეიმო თარიღია, არამედ მშვენიერი შესაძლებლობაა მშობლებისთვისაც — გაექცნენ ყოველდღიურობას და პატარებთან ერთად თავგადასავალი მოიწყონ.
რადგან უკვე მშობლის სტატუსი გაქვთ, დიდი ალბათობით ის წლებიც გამოიარეთ, როდესაც პირველი ივნისის მაქსიმუმი ზოოპარკში ან ვაკის პარკში გასეირნება, დიდ ბონუსად კი ვარდისფრად შეღებილი ბამბის ნაყინი გერგებოდათ. დღეს უკვე გაქვთ შანსი ბავშვებისათვის ეს ჯადოსნური დღე უფრო გაამრავალფეროვნოთ და შინაგანი ბავშვიც მეტად გაანებივროთ.
შეიძლება საუკეთესო საჩუქარი, უბრალოდ თქვენი ერთად ყოფნა იყოს, მაგრამ მოდი ვაღიაროთ, ბავშვებს ელზას სათამაშო, სპაიდერმენის ფორმა ან ნაყინის რამდენიმე ბურთულით პირის მოთხუპნა უფრო ამახსოვრდებათ.
თიბისი კონცეპტმა ამაზე უკვე იზრუნა. 31 მაისს და 1 ივნისს ერთგულ მომხმარებლებს როგორც თბილისში, ისე სხვა რამდენიმე ქალაქში, განსაკუთრებულ შეთავაზებებს შოპინგის 40-მდე ფიზიკურ მაღაზიაში სთავაზობს, სადაც ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით 40 % ქეშბექს დაიბრუნებთ. (ჯამში მაქსიმუმ 200 ლარს) (კი, შეთავაზება მოუცლელ დეიდებზე, ბიძიებზე და იმ ნათლიებზეც ვრცელდება პატარა ნათლულებისთვის წელიწადში ორჯერ რომ იცლიან 😉
“ბავშვები თავიდანვე უნდა მიეჩვიონ წესებს და უკეთესი იქნება თუ ისინი თვითონ მოიფიქრებენ წესებს”- ამბობდა პეპი გრძელიწინდა, როდესაც მეგობრებს ტკბილეულით უმასპინძლდებოდა. (სხვათა შორის, ამ “გოგონას”, მაისში 80 წელი შეუსრულდა)
დაუჯერეთ პეპის და ბავშვებს თავად დააგეგმვინეთ, როგორ წარმოუდგენიათ პირველი ივნისის საუკეთესო ვერსია.
დიდი ალბათობით ზოოპარკს მაინც ვერ აცდებით, თუმცა რადგან ბავშვები წამებში იზრდებიან, ახალი ტანსაცმლის ყიდვისთვის 40 % ქეშბექი მშვენიერი დანაზოგია. თან აქციაში ყველა პოპულარული მაღაზიაა ჩართული: Okaidi, Jacadi, Bambino, AW lab, Scarpiera, Bata, Ecco, Geox kids, Dressarium kids, Original Marines, Mayoral, OVS kids, carters, bebe +.
პატარები შესაძლოა დაინტერესდნენ უკვე იყიდება თუ არა მაღაზიებში გოჭი პეპას დაიკოს სათამაშო, რომელიც სულ ახლახან, რამდენიმე დღის წინ დაიბადა და უკვე მოიგო მილიონობით ბავშვის გული. შეგიძლიათ, ამ მაღაზიებში შეამოწმოთ: Xstoy, kiwotoys store, wishlist, yoyoso, chita, pepela, Piccola
Toys, Pupazzo Toys, ბურატინო. და თუ პაწაწინა ივის ჯერ ვერ იპოვით, ხელცარიელები ნამდვილად ვერ გამოხვალთ.
საბავშვო წიგნებსაც ნუ დაივიწყებთ. შვილს თავად აარჩევინეთ სულაკაურის, ბიბლუსის ან პალიტრას მაღაზიებში და ძილის წინ ტკბილ ლუკმად შეუნახეთ.
თუ 31 მაისს საკუთარ ენერგიასაც ამოწურავთ და ლიმიტსაც, ამით ყველაფერი არ მთავრდება.
1 ივნისს , თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათით (ძველი და ახალიც),
შესაძლებლობა გაქვთ, ეწვიოთ CITY MALL-ის კვების ობიექტებს და Magic City-ის გასართობ ცენტრს და დაიბრუნოთ 40% ულიმიტოდ.
სანამ პატარები დესერტამდე, კვლავ თავიანთ საყვარელ კარტოფილ ფრის მიირთმევენ, თქვენ უფრო მრავალფეროვანი მენიუ შეგიძლიათ აირჩიოთ საყვარელი კვების ობიექტებიდან: Luca polare, Lolly , Be yo, Lumier’s, Ska, Cinnabon, Magic Candy, Bamba, Baskin Robbins, Food and Market, Le monde, იაკუძა.
და თუ დღის ბოლოს ახალი ტანსაცმელიც შოკოლადით მოითხუპნა, ახლადშეძენილ მანქანა სათამაშოს ორი ბორბალი მოტყდა და გასართობ ცენტრში ბატუტზე ხტომით დაღლილ შვილებს მანქანაშივე მიეძინათ… გილოცავთ ! ყველაფერი სწორად გააკეთეთ.
S