როდესაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ აგრესიის საპასუხოდ მას სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში გარდა კომპანიებისა და ბანკებისა, რუსი მილიარდერები – ოლიგარქები – და პოლიტიკოსებიც მოხვდნენ.
საომარი მოქმედებების გააქტიურების პარალელურად, სია გაფართოვდა და მასში რუსი ოლიგარქების ოჯახის წევრებიც შევიდნენ. სანქცირებულ მილიარდერებს გაუყინეს აქტივები და ჩამოართვეს უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის სასახლეები და იახტები. სანქცირების მიზეზი კი ის არის, რომ ეს ოლიგარქები დაკავშირებულნი არიან რუსეთის მთავრობასთან, უცხადებენ მას სიტყვიერ და ფინანსურ მხარდაჭერას გარკვეული პრივილეგიების სანაცვლოდ.
Visual Capitalist-მა გამოაქვეყნა ანიმაცია, რომელიც 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის აპრილამდე პერიოდში 22 უმდიდრესი რუსი მილიარდერის წმინდა სიმდიდრის ცვლილებას ასახავს. მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მათ გასული წლის 5 იანვრიდან მიმდინარე წლის 20 აპრილამდე დროის პერიოდში ჯამურად $90.4 მილიარდის ღირებულების ქონება დაკარგეს.
ყველაზე დიდი დანაკარგი ვიკტორ ვექსელბერგმა განიცადა, რომელიც UC Rusal-ში, მსოფლიოში ალუმინის სიდიდით მესამე მწარმოებელში, წილს ფლობს. ომის დაწყებიდან მან დაახლოებით 11.3 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის აპრილამდე ვექსელბერგის წმინდა ქონება 61%-ით შემცირდა.
რომან აბრამოვიჩი, რომელიც ოლიგარქების სიას ნავთობის კონგლომერატების მეშვეობით შეუერთდა, სანქციებით ასევე მძიმედ დაზარალდა. მან 2022 წლის იანვრიდან $10.5 მილიარდი ანუ წმინდა ქონების 58% დაკარგა და იძულებული გახდა ინგლისური საფეხბურთო კლუბი, “ჩელსი” გაეყიდა.
აღსანიშნავია, რომ უმდიდრეს რუს ოლიგარქს დიდი ზარალი არ განუცდია. კომპანია Norilsk Nickel-ის უმსხვილესი აქციონერის, ვლადიმირ პოტანინის ქონების წმინდა ღირებულება მხოლოდ 4.8%-ით შემცირდა. მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომის დაწყებისას მილიარდერის ქონებას მძიმე დარტყმა მიადგა, მან აღმასვლაც დააფიქსირა – 2022 წლის ივნისში პოტანინის ქონება 35.6 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ზემოხსენებულ პერიოდში რამდენიმე რუსი ოლიგარქის ქონების ზრდის ტენდენციაც აღინიშნა. მათ შორის Norilsk Nickel-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, მიხაილ პროხოროვისა და ფოსფატზე დაფუძნებული სასუქების ბიზნესში ჩაბმული ანდრეი გურიევის. პროხოროვის ქონება 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის აპრილამდე 2%-ით, $0.3 მილიარდით გაიზარდა. გურიევმა კი ქონება 26%-ით, $2 მილიარდით გაზარდა.
როგორ შეიცვალა 10 უმდიდრესი რუსი მილიარდერის ქონება 2022 წლის 5 იანვრიდან 2023 წლის 20 მარტამდე პერიოდში:
#1 ვლადიმირ პოტანინი
ქონება 2022 წლის 5 იანვარს: $31.1 მილიარდი
ქონება 2023 წლის 20 აპრილს: $29.6 მილიარდი (-4.8%)
#2 ლეიონიდ მიხელსონი
ქონება 2022 წლის 5 იანვარს: $33.2 მილიარდი
ქონება 2023 წლის 20 აპრილს: $27.2 მილიარდი (-18.1%)
#3 ვლადიმირ ლისინი
ქონება 2022 წლის 5 იანვარს: $28 მილიარდი
ქონება 2023 წლის 20 აპრილს: $21.5 მილიარდი (-23.2%)
#4 ვაგიტ ალეკპეროვი
ქონება 2022 წლის 5 იანვარს: $22.8 მილიარდი
ქონება 2023 წლის 20 აპრილს: $19.1 მილიარდი (-16.2%)
#5 ალიშერ უსმანოვი
ქონება 2022 წლის 5 იანვარს: $21.2 მილიარდი
ქონება 2023 წლის 20 აპრილს: $19.1 მილიარდი (-9.9%)
#6 ალექსეი მორდაშოვი
ქონება 2022 წლის 5 იანვარს: $29.1 მილიარდი
ქონება 2023 წლის 20 აპრილს: $18.1 მილიარდი (-37.8%)
#7 მიხაილ პროხოროვი
ქონება 2022 წლის 5 იანვარს: $14 მილიარდი
ქონება 2023 წლის 20 აპრილს: $14.3 მილიარდი (+2.1%)
#8 გენადი ტიმჩენკო
ქონება 2022 წლის 5 იანვარს: $23.1 მილიარდი
ქონება 2023 წლის 20 აპრილს: $13.2 მილიარდი (-42.9%)
#9 ანდრეი მელნიჩენკო
ქონება 2022 წლის 5 იანვარს: $17.8 მილიარდი
ქონება 2023 წლის 20 აპრილს: $12.3 მილიარდი (-30.9%)
#10 მიხაილ ფრიდმანი
ქონება 2022 წლის 5 იანვარს: $14.1 მილიარდი
ქონება 2023 წლის 20 აპრილს: $12 მილიარდი (-14.9%)