როგორ შეიცვალა რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტიორებისგან მოთხოვნა 2022-2025 წლებში?

როგორ შეიცვალა რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტიორებისგან მოთხოვნა 2022-2025 წლებში?

2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა წიაღისეული საწვავის ექსპორტით $915 მილიარდი მიიღო, საიდანაც ევროკავშირის წილი $223 მილიარდია. 2022 წლის დასაწყისისთვის რუსული წიაღისეული საწვავის მთავარი მომხმარებელი ევროკავშირი იყო. ბუნებრივია, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ EU-ის წილი შემცირდა, თუმცა მისი დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულზე მაინც შენარჩუნებულია.

სტატიაში წარმოგიდგენთ 2022-2025 წლებში რუსული ნავთობისა და გაზის დღიური მიწოდების ცვლილებას 2025 წლის მარტის მონაცემებით. მონაცემები CREA-ს წიაღისეული საწვავის მიწოდების სამეთვალყურეო ანგარიშს ეფუძნება.

2022 წლის თებერვალში დაწესებული სანქციების ფონზე რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტში ლიდერობა ევროკავშირისგან ჩინეთმა გადაიბარა. 2022 წლის 14 იანვრის მოცემულობით, ჩინეთი ყოველდღიურად რუსეთისგან 435,025 ტონა წიაღისეულ საწვავს ყიდულობდა. 2025 წლის 13 მარტის მონაცემებით კი ეს რიცხვი 607,288 ტონას შეადგენს.

სანაცვლოდ, იმავე პერიოდში ევროკავშირის მიერ რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტი დღეში 928,998 ტონიდან 104,646 ტონამდე შემცირდა.

ჩინეთთან ერთად რუსული წიაღისეული საწვავის მოხმარება ომის დაწყების შემდეგ ინდოეთმაც გაზარდა. 2022 წლის 14 იანვრის მონაცემებით, ინდოეთი რუსეთისგან ყოველდღიურად მხოლოდ 28,907 ტონა ნავთობსა და გაზს ყიდულობდა. ეს რიცხვი კი 2024 წლის 13 მარტის მონაცემებით, 344,848 ტონამდეა გაზრდილი.

ჩინეთისა და ინდოეთის რიგებს, რუსული წიაღისეული საწვავის მოხმარების გაზრდასთან დაკავშირებით თურქეთიც შეუერთდა. თურქეთმა რუსული საწვავის იმპორტი 138,860 ტონიდან თითქმის ორჯერ, 239,662 ტონამდე, გაზარდა.

რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება შეამცირა სამხრეთ კორეამაც. 2025 წლის 13 მარტის მონაცემებით, აზიური ქვეყანა რუსეთისგან სამჯერ ნაკლებ წიაღისეულს, დღიურად 30,255 ტონა ნავთობსა და გაზს ყიდულობს. აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული წიაღისეული საწვავის შესყიდვა სრულად შეაჩერეს.

ქვეყანა2022 წლის 14 იანვარი (ტონა დღეში)2025 წლის 13 მარტი (ტონა დღეში)
ჩინეთი435,025607,288
EU928,998104,646
სხვები244,945275,747
ინდოეთი28,907344,848
თურქეთი138,860239,662
სამხრეთი კორეა93,26730,255
აშშ33,4680
UK49,0620

რუსეთი კვლავ რჩება წიაღისეული საწვავის ერთ-ერთ მთავარ მომპოვებლად საუდის არაბეთთან და აშშ-თან ერთად.