Colliers Georgia-მ 2023 წლის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, თბილისში ბინები წლიურ ჭრილში 15%-ით გაძვირდა. მომატებული ფასების შედეგად კი, ბაზრის ზომა 5%-ით, 2.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, 2023 წელს თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილმა გასაყიდმა ფასმა კვ.მ-ზე 985 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით მეტია. რაც შეეხება ძველი ბინების ფასს, ამ შემთხვევაში მაჩვენებელი 919 აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 19%-იან წლიური ზრდაზე მიანიშნებს.
2023 წელს ახალ პროექტებში საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ყველაზე დაბალი ფონიჭალაში იყო და კვ.მ-ზე $720 შეადგინა, ყველაზე ძვირად ღირებული კი ვაკე აღმოჩნდა, კვ.მ-ზე $1,871-იანი ღირებულებით.