როგორია მილიარდერთა საინვესტიციო გეგმები 2026 წლისთვის?

როგორია მილიარდერთა საინვესტიციო გეგმები 2026 წლისთვის?

მსოფლიოს უმდიდრესი ინვესტორები 2026 წელს თავდაჯერებულად ხვდებიან. გეოპოლიტიკური დაძაბულობის, არაერთგვაროვანი ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციური ზეწოლის მიუხედავად, მილიარდერები რისკს არ უშინდებიან და ქონების კიდევ უფრო ზრდისთვის კაპიტალს აქტიურად ანაწილებენ.

UBS-ის უახლესი ანგარიშის, Billionaire Survey 2025-ის მიხედვით, მათი ყურადღება განსაკუთრებით კერძო ბაზრების, აქციებისა და ჰეჯ-ფონდებისკენ არის მიპყრობილი.

კვლევის თანახმად, მილიარდერებისთვის ყველაზე მიმზიდველი აქტივი კვლავ კერძო კაპიტალია. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 49%, პირდაპირი კერძო ინვესტიციების გაზრდას გეგმავს, ხოლო 37% – კერძო კაპიტალის ფონდებში წილის ზრდას.

აქვე აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ მილიარდერთა 33% კერძო ვალის მიმართულებით ინვესტიციების გაზრდას გეგმავს. მაღალი საპროცენტო განაკვეთები კერძო კრედიტს უფრო მიმზიდველს ხდის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტრადიციული საბანკო დაკრედიტება გამკაცრებულია.

Billionaire Survey 2025-ის ანგარიშის თანახმად, საჯარო კომპანიების აქციები მილიარდერების პორტფელებში კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. განვითარებული ქვეყნების აქციებში ინვესტიციების გაზრდას კვლევაში მონაწილეთა 43% გეგმავს, ხოლო განვითარებადი ბაზრების აქციებში – 42%. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ განვითარებადი ბაზრების აქციების შემცირებას მხოლოდ 2% აპირებს, რაც გრძელვადიან ოპტიმიზმზე მიუთითებს.

ამავე დროს, ჰეჯ-ფონდები მილიარდერების პორტფელებში კიდევ უფრო იმყარებს პოზიციებს. ამის დასტურია ისიც, რომ გამოკითხულთა 43% აღნიშნულ აქტივში წილის გაზრდას გეგმავს. ისინი ჰეჯ-ფონდებს მოქნილობისა და ბაზრის ცვალებად გარემოში ადაპტაციის უნარის გამო ირჩვენებ.

ინფრასტრუქტურა, უძრავი ქონება, ფიქსირებული შემოსავალი და ოქრო ძირითადად უცვლელ პოზიციებზე რჩება. მაგალითად, ოქროსა და ძვირფას ლითონებში ინვესტიციების შენარჩუნებას კვლევის მონაწილეთა 64% გეგმავს. პოზიციების შემცირებას კი მხოლოდ მცირე ნაწილი აპირებს.

აქტივების კლასიგაზრდაშენარჩუნებაშემცირება
კერძო კაპიტალი (პირდაპირი ინვესტიციები)49%31%20%
აქციები (განვითარებული ბაზრები)43%50%7%
ჰეჯ-ფონდები43%39%18%
აქციები (განვითარებადი ბაზრები)42%56%2%
კერძო კაპიტალი (ფონდები)37%35%28%
ინფრასტრუქტურა35%60%5%
კერძო ვალი33%45%22%
უძრავი ქონება33%45%21%
ოქრო და ძვირფასი ლითონები32%64%3%
ხელოვნების ნიმუშები და ანტიკვარიატი27%65%8%
ფიქსირებული შემოსავალი (განვითარებული ბაზრები)26%52%22%
ფიქსირებული შემოსავალი (განვითარებადი ბაზრები)19%66%15%
ნაღდი ფული19%64%17%
საქონელი10%83%8%