როგორია მსოფლიო ლიდერების მოწონების რეიტინგი 2025 წლის ივლისისთვის?

როგორია მსოფლიო ლიდერების მოწონების რეიტინგი 2025 წლის ივლისისთვის?

Visual Capitalist-მა, Morning Consult-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიო ლიდერების მოწონების რეიტინგი შეადგინა. ის 2025 წლის ივლისის მდგომარეობას ასახავს და 24 ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აჩვენებს. მსგავსი ინფორმაცია და ლიდერების მიმართ საზოგადოებრივი აზრი ხშირად ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა.

ანგარიშის მიხედვით, 24 ქვეყნიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერით ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი სარგებლობს. მას მოსახლეობის 75% უჭერს მხარს. შეგახსენებთ, რომ ნარენდრა მოდი პრემიერ-მინისტრად შარშან კიდევ ერთი ვადით აირჩიეს. მის საქმიანობას უარყოფით შეფასებას მხოლოდ გამოკითხულთა 18% აძლევს.

ანგარიშის თანახმად, ყველაზე დაბალი რეიტინგი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას აქვს. მისი მოწონების მაჩვენებელი მხოლოდ 18%-ია, უკმაყოფილების მაჩვენებელი კი 74%. ასეთივე დაბალი მხარდაჭერა აქვს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც (18%).

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი 44%-ია. ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ, მისი მხარდაჭერის რეიტინგი პერიოდულად დიდ ცვლილებებს განიცდის, რაც ხშირად პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.

ლიდერიქვეყანამოწონება, %ნეიტრალური, %უარყოფითი, %
ნარენდრა მოდიინდოეთი75718
ლი ჯე მიონისამხრეთი კორეა591329
ხავიერ მილეიარგენტინა57637
მარკ კარნიკანადა561331
ენტონი ალბანესიავსტრალია541135
კლაუდია შაინბაუმიმექსიკა53740
კარინ კელიე-სუტერიშვეიცარია482428
დონალდ ტრამპიაშშ44650
დონალდ ტუსკიპოლონეთი411149
ჯორჯა მელონიიტალია40654
კირილ რამაფოზასამხრეთი აფრიკა371053
ბარტ დე ვევერიბელგია361450
ფრიდრიხ მერციგერმანია34858
ქრისტიან სტოკერიავსტრია341252
იონას გარ სტორინორვეგია33660
რეჯეფ თაიფ ერდოღანითურქეთი331750
ულფ კრისტერსონიშვედეთი33958
ლუის ინასიო ლულაბრაზილია32760
დიქ შუფინიდერლანდები321850
პედრო სანჩესიესპანეთი30663
კირ სტარმერიდიდი ბრიტანეთი261065
შიგერუ იშიბაიაპონია201566
ემანუელ მაკრონისაფრანგეთი18874
პეტრ ფიალაჩეხეთის რესპუბლიკა18874
I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.