რომელ პროფესიებზე გაიზრდება მოთხოვნა 2025-2030 წლების პერიოდში?

რომელ პროფესიებზე გაიზრდება მოთხოვნა 2025-2030 წლების პერიოდში?

ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის სწრაფი განვითარების ფონზე, გლობალური შრომითი ბაზარი დიდ ტრანსფორმაციას განიცდის. ციფრული ტრანსფორმაცია ორგანიზაციებს აიძულებს, საკუთარი სტრუქტურები ტექნოლოგიური ცოდნის მქონე კადრებით შეავსონ.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ანგარიშზე — Future of Jobs Report 2025 — დაყრდნობით, 2025 წლიდან 2030 წლამდე პერიოდში, პოტენციურად ყველაზე სწრაფად მზარდი პროფესიები თითქმის სრულად ტექნოლოგიურ სფეროსთან არის დაკავშირებული, მათ შორის დიდი მონაცემების (Big Data) მართვის, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის მიმართულებით სამუშაოებთან.

მაშინ, როცა კომპანიები სულ უფრო მეტად ციფრულდება, მათთვის კიბერუსაფრთხოება გარდაუვალი პრიორიტეტი ხდება და ისინი ამ მიმართულებით ინვესტიციებსაც მნიშვნელოვნად ზრდიან. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებზე, მონაცემთა მეცნიერებისა და უსაფრთხოების ანალიტიკის მიმართულებით მომუშავე კადრებზე.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში მოყვანილი პირველი 15 პროფესიიდან თითქმის ყველა AI-სა და ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული. მათ შორის WEF-ის პროგნოზით, 2030 წლისთვის ყველაზე სწრაფად მზარდი პროფესია დიდი მონაცემების სპეციალისტი იქნება — ზრდის პროგნოზი 110%-ს აღწევს.

95%-იანი ზრდის პროგნოზით მეორე პოზიციას ფინტექ-ინჟინრების პროფესია იკავებს, მესამე ადგილზე კი AI და მანქანური სწავლების სპეციალისტის პროფესიაა, ზრდის 85%-იანი პრOგნოზით.

პროფესიის დასახელებაზრდის პროგნოზი
დიდი მონაცემების (Big Data) სპეციალისტები110%
ფინტექ-ინჟინრები95%
AI-ისა და მანქანური სწავლების სპეციალისტები85%
პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების დეველოპერები60%
უსაფრთხოების მართვის სპეციალისტები55%
მონაცემთა საცავების სპეციალისტები50%
ავტონომიური მანქანებისა და ელექტრომობილების სპეციალისტები45%
UI- და UX-დიზაინერები45%
მსუბუქი სატვირთოსა და საკურიერო მომსახურების მძღოლები45%
ინტერნეტ-მოწყობილობების (IoT) სპეციალისტები40%
მონაცემთა ანალიტიკოსები და მეცნიერები40%
გარემოსდაცვითი ინჟინრები40%
ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსები40%
DevOps-ინჟინრები40%
განახლებადი ენერგიის ინჟინრები40%