რომელ ქვეყნებს ჰყავს ყველაზე განათლებული მოსახლეობა?

რომელ ქვეყნებს ჰყავს ყველაზე განათლებული მოსახლეობა?

მოსახლეობაში განათლების მაღალი დონე ხშირად ასოცირდება ინოვაციურობასთან, ეკონომიკურ ზრდასთან და უკეთეს სამუშაო შესაძლებლობებთან. თუმცა, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2025 წლის ანგარიშიდან ირკვევა, ეს ყოველთვის არ ნიშნავს უფრო კარგ ეკონომიკურ შედეგს.

აღნიშნულ კვლევაში 45 ქვეყნის სამუშაო ასაკის მოსახლეობის განათლების დონეა შეფასებული და იგი სამ კატეგორიად იყოფა:

  • საშუალო სკოლის დონეზე ქვემოთ;
  • საშუალო სკოლა ან დიპლომი (მაგ; სკოლის ატესტატი, პროფესიული სასწავლებლის დიპლომი და ა.შ.),
  • კოლეჯის ან უნივერსიტეტის ხარისხი.

რეიტინგის სათავეში კანადაა, სადაც მოსახლეობის თითქმის 65% ფლობს კოლეჯის ან უნივერსიტეტის დიპლომს. მას მოსდევს ირლანდია და სამხრეთი კორეა. ამ ქვეყნებმა განათლების ხელმისაწვდომობასა და ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში ბოლო პერიოდში დიდი ინვესტიციები ჩადეს.

OECD-ის მონაცემებით, უმაღლესი განათლების მქონე პირები, როგორც წესი, ორჯერ მეტ შემოსავალს იღებენ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებმაც საშუალო განათლების საფეხური ვერ დაასრულეს.

ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ავსტრია და გერმანია, უმაღლეს და პროფესიულ განათლებას შორის უფრო დაბალანსებულ განაწილებით გამოირჩევიან.  მაგალითად, გერმანია ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლით მსოფლიოში მე-19 ადგილზეა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 34%-ს აქვს უნივერსიტეტის ხარისხი.

ქვეყანას სტაჟირების გამართული სისტემა აქვს, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ ტრენინგს თეორიულ სწავლებასთან ერთად გადიან. ეს მათ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დასაქმების მაღალ შანსს აძლევს.

განათლების დონე მსოფლიოს 45 ქვეყანაში, 2024 წლის მდგომარეობით: 

ქვეყანასაშუალო სკოლის დონეზე ქვემოთ (%)საშუალო სკოლა ან პროფ. დიპლომი (%)კოლეჯი ან უნივერსიტეტი (%)
კანადა6.428.964.7
ირლანდია10.731.757.5
სამხრეთი კორეა6.537.356.2
ლუქსემბურგი17.628.054.4
გაერთიანებული სამეფო17.129.053.8
ავსტრალია13.033.953.1
შვედეთი11.736.551.8
აშშ8.041.350.7
ისრაელი12.337.250.5
ნორვეგია17.132.550.4
ლიეტუვა7.045.347.7
შვეიცარია13.839.746.5
დანია16.238.745.1
ნიდერლანდები18.336.645.1
ბელგია17.237.845.0
ისლანდია20.435.144.5
ახალი ზელანდია16.939.244.0
საფრანგეთი16.140.643.4
ფინეთი10.946.442.7
ესტონეთი9.547.942.5
ესპანეთი34.723.042.3
ლატვია10.748.940.5
პოლონეთი5.255.439.5
ავსტრია13.149.237.7
საბერძნეთი18.146.735.3
სლოვენია11.054.434.6
გერმანია15.949.934.3
ბულგარეთი13.153.133.8
ჩილე25.042.132.9
პორტუგალია38.530.131.4
უნგრეთი11.957.031.1
კოლუმბია32.736.830.6
ხორვატია9.759.930.4
სლოვაკეთი6.364.729.0
კოსტა რიკა51.720.527.8
ჩეხეთი5.766.827.5
თურქეთი49.923.126.9
არგენტინა32.243.623.7
იტალია33.344.422.3
მექსიკა54.423.721.9
ბრაზილია39.938.621.5
რუმინეთი24.656.219.2
ინდოეთი75.210.514.2
ინდონეზია57.329.713.1
სამხრეთი აფრიკა49.341.79.0