რომელ ქვეყნებში მუშაობენ ყველაზე მეტს?

რომელ ქვეყნებში მუშაობენ ყველაზე მეტს?

Visual Capitalist-მა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) შემავალი ქვეყნების საშუალო სამუშაო საათები ერთმანეთს შეადარა. ცნობისთვის, OECD აერთიანებს სახელმწიფოებს, რომლებიც ცნობენ წარმომადგენლობითი დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. ამ დროისთვის ორგანიზაციას 38 წევრი ჰყავს.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ OECD-ის ქვეყნებიდან სამუშაოს წლიურად ყველაზე მეტ საათს მექსიკასა და კოსტა-რიკაში უთმობენ. მეორე მხრივ, გერმანიაში მუშაობაში ყველაზე ნაკლებ დროს ატარებენ (მაჩვენებელი მექსიკასთან შედარებით 40%-ით ნაკლებია).

ევროპის ქვეყნებში სამუშაო საათების ნაკლები რაოდენობის ერთ-ერთი მიზეზი ევროკავშირის მანდატია. ეს უკანასკნელი ყველა თანამშრომელს მინიმუმ 4 კვირის ანაზღაურებად შვებულებას ანიჭებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მანდატი არ მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. აშშ ერთადერთი განვითარებული ეკონომიკაა, რომელსაც არ აქვს კანონი, რომელიც დასაქმებულთათვის ანაზღაურებად შვებულებას სავალდებულოს ხდის.

საშუალო წლიური სამუშაო საათები OECD-ის ქვეყნებში:

მექსიკა276 (8-საათიანი სამუშაო დღეები)2207 (წლიური სამუშაო საათები ერთ ადამიანზე)
კოსტა-რიკა2712171
ჩილე2441953
საბერძნეთი2371897
ისრაელი2351880
სამხრეთ კორეა2341872
კანადა2331865
პოლონეთი2251803
აშშ2251799
ჩეხეთი2211766
ახალი ზელანდია2191751
ესტონეთი2181742
იტალია2171734
უნგრეთი2101679
ავსტრალია2061651
ლიეტუვა2051641
ირლანდია2041633
ესპანეთი2041632
პორტუგალია2041631
სლოვაკეთი2041631
სლოვენია2021616
იაპონია2011611
ლატვია1941548
გაერთიანებული სამეფო1911524
საფრანგეთი1881500
ფინეთი1871499
ლუქსემბურგი1831462
ისლანდია1811448
შვედეთი1801437
ავსტრია1791435
ნორვეგია1771418
ნიდერლანდები1771413
დანია1731380
გერმანია1681343